2015 წლის 26 ივნისს სასტუმროში „Room’s Hotel“ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამის “საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზემოქმედების შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია” (ICCAMGR) ფარგლებში გაიმართა საკოორდინაციო ჯგუფის მეოთხე შეხვედრა. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს USAID-ის მისიის ხელმძღვანელმა სტივ ჰეიკინმა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა. შეხვედრაზე ასევე მოხსენებით წარსდგა მინისტრის მოადგილე თემურ მურღულია, რომელმაც ისაუბრა მიმდინარე ეროვნული პოლიტიკის ძალისხმევაზე საქართველოში კლიმატის ცვილებისადმი ადაპტაციისა და შერბილების კუთხით. შეხვედრას ესწრებოდნენ USAID-ის წარმომადგენლები, პარტნიორი პროექტები, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული მხარეები.
შეხვედრზე მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს სამომავლო გეგმები და იმსჯელეს სხვა დაინტერესებულ მხარეებთან საქმიანობის კოორდინირებაზე. დაინტერესებულ მხარეთა საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, სახელმწიფო სტრუქტურებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს აერთიანებს, შეიქმნა USAID-ის მიერ დაფინანსებული ICCAMGR პროგრამის ფარგლებში და მას ახორციელებს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია (NALAG).
Add comment