საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთობლივი პროექტების მონიტორინგის მიზნით, გურიის რეგიონში შეხვედრები გაიმართა.
ათეა-ს აღმასრულებელ დირექტორი – დავით მელუა, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთან – კრისტინ აგნეტა ვაჰლბერგთან და საქართველოში ნორვეგიის ელჩის მოადგილესთან – ვეგარდ სტრენსრელთან ერთად გურიის გუბერნატორს – ზურაბ ნასარიას, ასევე ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.
ქართულმა მხარემ ნორვეგიელ სტუმრებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმ სამუშაოების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომლებიც ათეა-სა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთობლივი პროექტების ფარგლებში განხორციელდა.
შეხვედრაზე რეგიონში არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრეს და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების კუთხით სამომავლო გეგმები დასახეს.
მონიტორინგი ადგილობრივი საჭიროებების შესწავლის საფუძველზე საქართველო-ნორვეგიის თანამშრომლობის ახალი ხუთწლიანი პროგრამის მომზადებას ისახავს მიზნად.
Add comment