+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Facebook X-twitter Linkedin Youtube Flickr
  • Georgian (Georgia)
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები
მენიუ დამატებითი
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები

გიორგი ტყემალაძე: ,,დღევანდელი კონფერენცია კარგი შესაძლებლობაა ვიმსჯელოთ იმ გამოწვევებზე და დაძლევის გზებზე, რასაც ადგილობრივი თვითმმართველობები გენდერული თანასწორობის მიმართულებით აწყდებიან“

ოქტომბერი 9, 2023 /რედაქტორი -Admin

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, ეროვნულ კონფერენციაში, “გენდერული თანასწორობის დღის წესრიგი ადგილობრივ დონეზე: ძირითადი გამოწვევები და სამოქმედო ნაბიჯები“ მიიღო მონაწილეობა.

ფართომასშტაბიანი ღონისძიება, რომელსაც მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ათეას​ ვიცე – პრეზიდენტმა გახსნა.

გიორგი ტყემალაძემ, გენდერული თანასწორობის მიმართულებით, მუნიციპალიტეტების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა და აღნიშნულ პროცესში, ათეას ჩართულობასა და ასოციაციის მიერ განხორციელებულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზეა ორიენტირებული.

მან, ასევე თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა პროექტის პარტნიორებს, ქალთა ორგანიზაციას და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს.

,,მნიშვნელოვანია პროექტის მიზანი – დაეხმაროს მუნიციპალიტეტებს ინსტიტუციური მექანიზმების განვითარებაში, იმისთვის, რომ ადგილზე გააუმჯობესონ გენდერული თანასწორობის გარემო. პროექტი, ასევე ეხმარება განახლებადი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობების როლის გააზრებაში და ადგილზე გენდერული თანასწორობის ეროვნული დღის წესრიგის განხორციელებაში, რომელიც საერთაშორისო ვალდებულებებიდანაც გამომდინარეობს.

აღსანიშნავია ასოციაციის მნიშვნელოვანი წვლილი მუნიციპალიტეტების მიერ ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების და ზოგადად ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერების მხრივ“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ და აღნიშნა, რომ ასოციაციის ჩართულობით, 49 მუნიციპალიტეტს, უკვე შემუშავებული აქვს გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა.

ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, სიტყვით გამოსვლისას, ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის შესახებ ევროპული ქარტიით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზეც ისაუბრა.

გიორგი ტყემალაძის განცხადებით, ათეას შუამდგომლობით, დოკუმენტს 21-მა მუნიციპალიტეტმა მოაწერა ხელი, დღევანდელი ღონისძიების ფარგლებში კი, ქარტიას, კიდევ 5 თვითმმართველი ერთეული შეუერთდება.

,,აღნიშნული პროცესი არის კიდევ ერთხელ დეკლარირება მუნიციპალიტეტების ერთგულებისა ადგილობრივი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვისადმი, გენდერული თანასწორობის პრინციპების განხორციელებისა და ამ პრინციპების ყოველდღიურ ცხოვრებაში ინტეგრირებისადმი“, – აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ და იმედი გამოთქვა, რომ მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობის მიმართულებით არსებული პროგრამები, კიდევ უფრო განვითარდება.

,,დღევანდელი კონფერენცია კარგი შესაძლებლობაა ვიმსჯელოთ იმ გამოწვევებზე და დაძლევის გზებზე, რასაც ადგილობრივი თვითმმართველობები აწყდებიან ამ პროცესში. ასოციაციის მიზანია თანამშრომლობის კოორდინაცია და გაღრმავება შესაბამის უწყებებთან, რაც მუნიციპალიტეტებს დაეხმარება ასეთი გამოწვევების დაძლევაში. დღეს ხელი მოეწერება ურთიერთთანამშორმლობის მემორანდუმს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან, რაც ასევე მნიშვნელოვანია აღნიშნული პროცესის მხარდასაჭერად. ვფიქრობ, ადგილობრივი დღის წესრიგის განსახორციელებლად, პროექტის ფარგლებში ასოციაცია გააგრძელებს მუნიციპალიტეტებთან ნაყოფიერ თანამშრომლობას“, – აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.

ეროვნული კონფერენცია, რომელიც პროექტის “ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში” ფარგლებში მოეწყო, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა.

Facebook Et-twitter Linkedin Youtube Flickr
  • სწრაფი ბმულები

    • ორგანიზაციის მისია

    • ათეა-ს გუნდი

    • კონსულტაციები

    • სიახლეები

კონტაქტი

თბილისი, ვანო სარაჯიშვილის ქ. N 3
+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Copyright © 2025 Powered by –