+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Facebook X-twitter Linkedin Youtube Flickr
  • Georgian (Georgia)
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები
მენიუ დამატებითი
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები

ევროსაბჭოსა და ათეას ორგანიზებით სამუშაო შეხვედრა თემაზე, ეთიკის ანტიდისკრიმინაციული კოდექსი გაიმართა

ივლისი 11, 2023 /რედაქტორი -Admin

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობით, მუნიციპალიტეტებისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელიც ეთიკისა და ქცევის ანტიდისკრიმინაციული კოდექსის შემუშავების პრინციპებზე მსჯელობას დაეთმო.

შეხვედრა, ევროსაბჭოს პროექტის “საქართველოში ადგილობრივ დონეზე მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება“ ფარგლებში მოეწყო და მასში, სამიზნე მუნიციპალიტეტების, ასევე სახალხო დამცველისა და ათეას აპარატის წარმომადგენლები და ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები იღებდნენ მონაწილეობას.

პირველ სესიაზე მონაწილეებმა საჯარო ეთიკის შესახებ საერთაშორისო სტანდარტები განიხილეს. ექსპერტების მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციაში ხაზგასმული იყო ის ღირებულებები და პრინციპები, რომლებიც მოცემულია ევროპის საბჭოს სახელმძღვანელოში.

შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტებისა და ეროვნული საკანონმდებლო ბაზის განხილვის შემდგომ, მონაწილეები საქართველოს მუნიციპალიტეტებში არსებულ ვითარებასაც გაეცნენ.

საჯარო დაწესებულებებში ეთიკისა და ქცევის კოდექსის მიმართულებით, კოლეგებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს ზუგდიდისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტების საკრებულოების წევრბმა, სანდრო სორდიამ და გვანცა გრძელიძემ, ასევე ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ვაჟა გაჩეჩილაძემ და ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურისტმა, სალომე ფახურიძემ.

კარგი პრაქტიკის გაზიარების მიზნით, სესიაზე ასევე განხილული იყო ეთიკის ის ინსტრუმენტები, რომელსაც მუნიციპალური სტრუქტურები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში იყენებენ.

სემინარის მეორე დღე ჯგუფურმა სამუშაოებმა მოიცვა, სადაც მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ თავადვე ემსჯელათ და გამოეკვლიათ ის პრინციპები, რომლებიც ახალი ეთიკის კოდექსის შექმნისას ან ძველი დოკუმენტის განახლებისას იქნება გათვალისწინებული.

შეხვედრა შეაჯამეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს, ათეას აღმასრულებელი საბჭოს ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტის თავმჯდომარემ, დუშეთის მერმა – მანანა (მაცაცო) ნარიმანიძემ და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის სამდივნოს წარმომადგენელმა, თანამშრომლობის საკითხთა განყოფილების უფროსმა – მარიტე მორასმა.

აღნიშნული ღონისძიება პროექტის “საქართველოში ადგილობრივ დონეზე ​მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება“ ფარგლებში მოეწყო, რომელიც ევროპის საბჭოს 2020-2023 წ. წ. საქართველოს სამოქმედო გეგმის შესაბამისად, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის, დემოკრატიის გენერალური დირექტორატის მიერ და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

Facebook Et-twitter Linkedin Youtube Flickr
  • სწრაფი ბმულები

    • ორგანიზაციის მისია

    • ათეა-ს გუნდი

    • კონსულტაციები

    • სიახლეები

კონტაქტი

თბილისი, ვანო სარაჯიშვილის ქ. N 3
+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Copyright © 2025 Powered by –