+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Facebook X-twitter Linkedin Youtube Flickr
  • Georgian (Georgia)
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები
მენიუ დამატებითი
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები

ევროსაბჭოს პროექტის მმართველი კომიტეტის სხდომა

ივლისი 10, 2023 /რედაქტორი -Admin

ევროპის საბჭოსა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის თანამშრომლობით, პროექტის -„მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ მმართველი კომიტეტის სხდომა გაიმართა.

შეხვედრაში, პროექტის ორგანიზატორებთან ერთად, სამიზნე მუნიციპალიტეტებისა და ათეას წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.

დამსწრე აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ევროსაბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, სტეფან სირბუმ და ავსტრიის განვითარების სააგენტოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელმა, ალექსანდერ კარნერმა.

შეხვედრის პირველი ნაწილი პროექტის განხორციელების შესახებ მსჯელობას დაეთმო. ევროპის საბჭოს სტრასბურგის ოფისის პროგრამის უფროსმა მრჩეველმა, კორნელია პერლემ და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფალთა კონგრესის ურთიერთთანამშრომლობისა და საგარეო ურთიერთობათა განყოფილების უფროსმა – მარიტე მორასმა დეტალურად ისაუბრეს პროექტის მიღწევებსა და პერსპექტივებზე.

ათეას აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ლაშა არჩვაძემ კი, დამსწრე საზოგადოებას, 2020 წლიდან დღემდე, ასოციაციის მიერ, პროექტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ლაშა არჩვაძის განცხადებით, ათეაში ადამიანის უფლებათა ლოკალიზაციის საკითხზე შეიქმნა კომიტეტი, რომელმაც უკვე შეიმუშავა ადამიანის უფლებათა დაცვაში მუნიციპალიტეტის როლის გაზრდის 2023-2025 წლის სტრატეგია. მისივე განმარტებით, ბოლო 2 წლის განმავლობაში ექსპერტების მიერ გაუმჯობესდა ადგილობრივ დონეზე მოქალაქეთა მონაწილეობისა და სოციალური მომსახურების გაწევის სამართლებრივი ბაზა.

,,წევრი მუნიციპალიტეტების მხარდასაჭერად მიმდინარეობს ადამიანის უფლებათა ლოკალიზაციის ონლაინ რესურს-ცენტრის ჩამოყალიბების პროცესი. ათეას ექსპერტების მიერ მომზადდა ანალიზი ბავშვის უფლებათა კოდექსის შესახებ, შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონის განმარტებითი ანგარიში და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრების სტანდარტის შესახებ მასალები. ასევე შემუშავებულია გზამკვლევი მუნიციპალური პერსონალისთვის, რომლებიც მუშაობენ სოციალურ უფლებებზე. ამჟამად ვაგრძელებთ მუშაობას დისკრიმინაციის ყველა ფორმის პრევენციის შესახებ საქართველოს კანონის განმარტებით ანგარიშზე, რომელიც მზად იქნება წლის ბოლომდე,“ – განაცხადა ლაშა არჩვაძემ.

ათეას აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ასევე ასოციაციის მიერ გენდერული თანასწორობის მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა საქართველოს მუნიციპალიტეტებისთვის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამაზე, რომელსაც ახალი თემა „ადამიანის უფლებების დაცვა და ანტიდისკრიმინაციული ზომების აღსრულება ადგილობრივ დონეზე“ შეემატა.

პროექტის ფარგლებში, საკუთარ მუნიციპალიტეტებში განხორციელებულ აქტივობებზე ისაუბრეს რუსთავისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების მერებმა და ასევე, ახმეტის, მარნეულის, ონისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი ესწრებოდა, რომელმაც პროექტის აქტივობები მიმოიხილა და აღნიშნულ პროცესში მუნიციპალიტეტების მნიშვნელოვან როლზე გაამახვილა ყურადღება.

აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს მოქალაქეთა ჩართულობისა და ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერებას ადგილობრივ დონეზე საქართველოში. პროექტი ხელს უწყობს როგორც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ისე მოქალაქეებს, ჰქონდეთ რეალური გავლენა გადაწყვეტილების მიღების პროცესზე.

პროექტი, ასევე მიზნად ისახავს ადგილობრივი ხელისუფლებისა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის შესაძლებლობების გაძლიერებას, მათ პოლიტიკასა და სტრატეგიებში ადამიანის უფლებათა სტანდარტების, პრაქტიკისა და გენდერული პერსპექტივის გათვალისწინებისა და დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის თვალსაზრისით.

პროექტი – „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“, ევროპის საბჭოს 2020-2023 წ. წ. საქართველოს სამოქმედო გეგმის შესაბამისად, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესისა და დემოკრატიის გენერალური დირექტორატის მიერ, ათეასთან თანამშრომლობითა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

Facebook Et-twitter Linkedin Youtube Flickr
  • სწრაფი ბმულები

    • ორგანიზაციის მისია

    • ათეა-ს გუნდი

    • კონსულტაციები

    • სიახლეები

კონტაქტი

თბილისი, ვანო სარაჯიშვილის ქ. N 3
+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Copyright © 2025 Powered by –