+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Facebook X-twitter Linkedin Youtube Flickr
  • Georgian (Georgia)
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები
მენიუ დამატებითი
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები

ევროპის საბჭოს კონგრესის 42-ე პლენარული სესია დასრულდა

მარტი 24, 2022 /რედაქტორი -Admin

მიმდინარე წლის 21-24 მარტს, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 42-ე პლენარული სესია გაიმართა, რომელშიც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) მიერ, ევროპის საბჭოს კონგრესში წარდგენილი ქართული დელეგაცია – კონგრესის ადგილობრივი ხელისუფლების პალატის წარმომადგენლის – ნინო ქავთარაძის ხელმძღვანელობითა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის – გიორგი ტყემალაძის, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრების – ლევან ჟორჟოლიანისა და ოთარ გრიგოლიას, ასევე, სენაკის საკრებულოს წევრის – სევდია უგრეხელიძის, შემადგენლობით იღებდა მონაწილეობას.

სესიაზე შეკრებილ დელეგატებს სიტყვით მიმართა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა – მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩმა და აღნიშნა, რომ საქართველო ერთ-ერთი იმ სახელმწიფოთაგანია, რომელმაც რუსეთის აგრესია თავის თავზე გამოსცადა. მისივე განცხადებით, ევროსაბჭო სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

საქართველოს დელეგაციის სახელით, ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა ათეა-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრმა – ლევან ჟორჟოლიანმა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ შეინარჩუნოს სიფხიზლე და ხმა აიმაღლოს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში საგანგაშო მოვლენებზე.

საქართველოს წარმომადგენლები, პლენარული სესიის ფარგლებში, უკრაინულ დელეგაციასაც შეხვდნენ, სადაც გიორგი ტყემალაძემ კოლეგებს ყველა იმ ღონისძიების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რაც საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეების დასახმარებლად ხორციელდება. შეხვედრაზე, ასევე განიხილეს ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მიერ უკრაინის უფრო ქმედითი და აქტიური მხარდაჭერის შესაძლებლობები. როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, არის მოსაზრება, შეიქმნას ახალი პლატფორმა, რომ უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევა მეტად მიზნობრივად განხორციელდეს.

23 მარტს კი, 42-ე პლენარულ სესიაზე, დამსწრე დელეგატებს სიტყვით მიმართა კიევის მერმა – ვიტალი კლიჩკომ, რის შემდეგაც ერთსულოვნად იქნა მიღებული დეკლარაცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის შესახებ.

საქართველოს დელეგაციამ მხარი დაუჭირა დოკუმენტს, რომელშიც მკაცრად არის დაგმობილი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომი. სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს სრული მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისადმი, კიდევ ერთხელ დაადასტურეს ქართული დელეგაციის სხვა წევრებმაც.

ოთარ გრიგოლიამ, ევროპის საბჭოდან რუსეთის გარიცხვის შესახებ, წევრი სახელმწიფოების ძლიერ და მტკიცე პოზიციებს გაუსვა ხაზი, მანვე 2019 წელი გაიხსენა, როდესაც საქართველო ევროპის საბჭოს რამდენიმე წევრ სახელმწიფოსთან ერთად ორგანიზაციის იმ წესების ცვლილებებს შეეწინააღმდეგა, რომლებმაც რუსეთის ფედერაციას საშუალება მისცა, კვლავ დაბრუნებულიყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, იმ პირობებში, როდესაც ის იყო ქვეყანა, რომელმაც ყირიმის ანექსია მოახდინა.

სევდია უგრეხელიძემ კი, 2008 წლის ომის დროს საერთაშორისო შეთანხმებას გაუსვა ხაზი, რომელიც რუსეთმა არ შეასრულა და დღეს, ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული.

ამავე დღეს, ადგილობრივი ხელისუფლების პალატის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც კონგრესის სადამკვირვებლო მისიის მიერ, საქართველოში 2021 წლის ოქტომბერში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ წარდგენილი ანგარიში ერთხმად დაამტკიცეს.

ევროპის სახალხო პარტიის (EPP/CCE) წვერმა – დევიდ ერეიმ საქართველოში მიმდინარე პროცესები დადებითად შეაფასა და განმარტა, რომ არჩევნები იყო თანმიმდევრული და კარგად ორგანიზებული. ანგარიშში, ასევე ნათქვამია, რომ საქართველოში არსებული საკანონმდებლო ჩარჩო ხელსაყრელ გარემოს ქმნის დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად. აღსანიშნავია, რომ დევიდ ერეიმ, ანგარიშში, ქართული მხარის მიერ გამოთქმული რიგი შესწორებები გაითვალისწინა, რომლებიც ათეა-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრმა – ლევან ჟორჟოლიანმა 10 თებერვალს გამართული მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე გააჟღერა.

ქართული დელეგაციის წევრებმა კონგრესის მონიტორინგის წარმომადგენლებს საქართველოში წარმატებული მისიისთვის მადლობა გადაუხადეს და განაცხადეს, რომ ანგარიში აფასებს ყველა იმ რეფორმას, რომელიც საქართველოში საარჩევნო კანონმდებლობისა და საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად გატარდა.

დელეგაციის წევრები, ასევე, აქტიურად ჩაერთნენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და კონგრესის პრეზიდენტების – ტინი კოხისა და ლინდერტ ვერბეკის სიტყვით გამოსვლის შემდეგ გამართულ დებატებში, რომლებმაც ერთხმად აღნიშნეს, რომ საერთაშორისო სამართლის თანახმად, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი მიეკუთვნება საქართველოს სახელმწიფოს და ქვეყნის ამ ნაწილების ე.წ. დამოუკიდებლობა მიუღებელია საერთაშორისო საზოგადოებისთვის.

ლინდერტ ვერბეკმა ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში, 2022 წლის 12 მარტს ჩატარებულ ე.წ. „საპარლამენტო არჩევნებთან“ დაკავშირებითაც გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ ასეთი „არჩევნების“ ორგანიზებით, აფხაზეთის „დე-ფაქტო“ ხელისუფლება, კიდევ ერთხელ არღვევს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს და აღრმავებს რეგიონის იზოლაციას, რითაც ზიანი ადგება ადგილობრივ მოსახლეობას.

ქართულმა მხარემ, ევროპის საბჭოს კონგრესის 42-ე პლენარული სესიის ფარგლებში გამართული მონიტორინგის, მიმდინარე საკითხთა და მმართველობითი კომიტეტების შეხვედრებშიც მიიღო მონაწილეობა, სადაც წევრი ქვეყნების მიერ წარმოდგენილი ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის მონიტორინგის შედეგები და ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხები განიხილებოდა.

Facebook Et-twitter Linkedin Youtube Flickr
  • სწრაფი ბმულები

    • ორგანიზაციის მისია

    • ათეა-ს გუნდი

    • კონსულტაციები

    • სიახლეები

კონტაქტი

თბილისი, ვანო სარაჯიშვილის ქ. N 3
+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Copyright © 2025 Powered by –