შეხვედრას კონგრესში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, ქალაქ თბილისის მერი, დავით ნარმანია, დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე, ქალაქ რუსთავის მერი და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული აოსიცაიციის პრეზიდენტი დავით ჯიქია და დეგელეგაციის წევრები, სევდია უგრეხელიძე (ქ. თბილისის საკრებულოს წევრი), გიორგი ტყემალაძე (ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი), სოფიკო სიუკაევა (თერჯოლის საკრებულოს წევრი) და ფიქრია ავალიანი (ქ. რუსთავის საკრებულოს წევრი) ესწრებიან. კონგრესში საქართველოს დელეგაციასთან ერთად ვიზიტით იმყოფებიან ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, მალხაზ მჭედლიშვილი, რუსთავის მერის მრჩეველი, ზაზა ჯაიანი და ქ.რუსთავის საკრებულოს წევრები მამუკა მიქაუტაძე და მერაბ სულაბერიძე.
2016 წლის კონგრესის მთავარი თემაა ეთიკა და გამჭვირვალობა ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე. სესიაზე განიხილავენ კონგრესის პროგრამების ზოგად მიზნებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და რეგიონებში, განსაკუთრებით კი, თემატური პროგრამის – “ადგილობრივი მმართველობის ინსტიტუციური გაძლიერების” ფარგლებში. სესიაზე ასევე იმსჯელებენ პროექტების განხორციელებით მიღწეულ შედეგებზე, მერების როლსა და შესაძლებლობებზე, სამომავლო აქტივობებზე. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებმა აზერბაიჯანში, ბელორუსში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში ადგილობრივი და რეგიონული თვითმმართველობების კონგრესის თანამშრომლობის აქტივობების შესახებ იმსჯელეს და სამომავლო გეგმები დასახეს. შეხვედრისას ხაზი გაესვა, რომ თბილისი საკმაოდ ინტენსიურად თანამშრომლობს კონგრესთან და მათ შორის, აღსანიშნავია ვორქშოფი – “მერები – ლიდერები ცვლილებებისათვის”, რომელიც საქართველოში საკმაოდ დიდი წარმატებით განხორციელდა.
Add comment