ევროდელეგაციის მიერ გამოცხედებული ეს საგრანტო პროგრამა ფოკუსირებულია თანამშრომლობის გაღრმავებაზე სამოქალაქო სექტორსა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის. ეს პროგრამა ემყარება 2013 წლის მაისში ევროკომისიის მიერ მიღებულ სტრატეგიას ადგილობრივი ხელისუფლების როლის გაძლიერების შესახებ პარტიონრ ქვეყნებში. ამ კონკურისის მიზანია მმართველობითი სისტემების გაუმჯობესება და მონაწილებითი ეკონომიკური ზრდის მიღწევა ადგილობრივ დონეზე ადგილობრივ ხელისუფლებას და სამოქალაქო საზოგადოებას შორის თანამშრომლობის მეშვეუობით.
კონკურსი დაყოფილია 5 ლოტად:
ლოტი 1. დააფინანსებს ისეთ პროექტებს, რომლებიც მიმართულია მოქალაქეთა მონაწილეობაზე, ახალგაზრდობის ჩართულობაზე და სკოლებში სამოქალაქო განათლებაზე.
ლოტი 2. დააფინანსებს ისეთ პროექტებს, რომლებიც მიმართულია რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაცების და ასეთი ორგანიზაციების ქსელის გაძლიერებაზე.
ლოტი 3. დააფინანსებს ისეთ პროექტებს, რომლებიც მიმართულია სოციალური მეწარმეობის განვითარებაზე საქართველოს რეგიონებში.
ლოტი 4. დააფინანსებს ისეთ პროექტებს, რომლებიც მიმართულია ადგილობრივი დონეზე მრავალმხრივი თანამშრომლობის და კერძო და სახელმწიფო სექტორებს შორის პარტნიორობის წახალისებაზე.
ლოტი 5. დააფინანსებს ისეთ პროექტებს რომლებიც, მიმართულია მოქალაქეთა მონაწილეობაზე ადგილობრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში და განსაკუთრებით ადგილობრივი ბიუჯეტების დაგეგმვის პროცესში.
დაფინასება
მთლიანი დაფინანსების მოცულობაა 2.5 მილიონი ევრო. ლოტებს შორის დაფინასება ასე ნაწილდება:
ლოტი 1 – 400 000 ევრო
ლოტი 2 – 800 000 ევრო
ლოტი 3 – 600 000 ევრო
ლოტი 4 – 375 000 ევრო
ლოტი 5 – 375 000 ევრო
ერთ პროექტზე დაფინასების ზღვრები შემდეგია:
ლოტი 1 და 2 : მინიმალური 300 ათასი მაქსიმალური 400 ათასი;
ლოტი 3: მინიმალური 300 ათასი მაქსიმალური 600 ათასი;
ლოტი 4 და 5: მინიმალური 300 ათასი მაქსიმალური 375 ათასი (რაც ნიშნას, რომ 4 და 5 ლოტებზე გაიცემა თითო თითო გრანტი).
ვის შეუძლია განაცხადის შეტანა:
ლოტებში 1, 2 და 3 განაცხადი უნდა შეიტანონ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციება, რომელიბიც არიან არაკომერციული იურიდიული პირები.
ლოტებში 4 და 5 განაცხადის შეტანა შეუძლია თვითმმართველ ერთეულებს ან მათ ასოციაციებს.
როდის არის წარდგენის ვადა
კონკურსი ტარდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე წარდგენილი უნდა იყოს კონცეფციის განაცხადი. კონცეფციის განაცხადის წარდგენის ვადაა 29 მაისი. ის აპლიკანტები, რომლებიც მეორე ეტაპისთვის შიერჩევიან, შემდეგ წარადგენენ სრულ განაცხადს.
დამატებითი განმარატებები
იმისათვის რომ წარდგენილი იყოს განაცხადი მუნიცპალიტეტის მიერ აუცილებელია:
ა) მუნიცპალიტეტი (ქალაქი) დარეგისტრირებული იყოს PADOR-ში
ბ) შეეძლოს 10% ფულადი თანადაფინასების შეტანა პროექტში (ეს არის ფულადი შენატანი და არა მატერიალური)
გ) ჰქონდეს პროექტების განხორცილებეის გამოცდილება
დ) ჰქონდეს აუდიტის დასკვნა ბოლო სამ საფინანსო წელზე
დეტალური ინფორმაცია აღნიშნული საგრანტო პროგრმაის შესახებ იხილეთ ბმულზე.
Add comment