+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Facebook X-twitter Linkedin Youtube Flickr
  • Georgian (Georgia)
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები
მენიუ დამატებითი
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები

დავით მელუამ პირველ ყოველწლიურ ფორუმში „სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგი“ მიიღო მონაწილეობა

მაისი 6, 2018 /რედაქტორი -Admin

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტები – გიორგი ტყემალაძე და თამარ ტალიაშვილი, ასევე ,,ათეა”-ს აღმასრულებელი დირექტორი – დავით მელუა და ამავე ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე – ნათია ღვინაშვილი პირველ ყოველწლიურ ფორუმს ,,სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგი’’ დაესწრნენ.

ახალციხეში გამართულ ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას ინიციატივით მოეწყო, დავით მელუამ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

,,ათეა”-ს აღმასრულებელმა დირექტორმა  ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმ მიმართულებებს გაუსვა ხაზი, რომელიც აღნიშნული რეფორმის ევროპულ მოდელზე გადასვლას გულისხმობს.

,,მნიშვნელოვანია რომ ეს დისკუსია დაიწყო ახალციხეში და გაგრძელდება სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, რაც შესაძლებლობას მოგვცემს  წარსულის შეფასების გარდა დავსახოთ გეგმები თუ რა უნდა გაკეთდეს მომავალში.

სუმბოლურია ამ ფორუმის წელს დაფუძნება, ვინაიდან 20 წლის წინ, 1998 წლის 15 ნოემბერს, გაეროს მიერ აღიარებულ ახალ სახელმწიფოში-საქართველოში ჩატარდა თვითმმართველობის პირველი არჩევნები, მას შემდეგ ორი ათეული წელი გავიდა და დროა გავაანალიზოთ გავლილი გზა, დავსახოთ მომავლის ორიენტირები.

ოც წლიანი პროცესის შედეგი სახეზეა – დღევანდელი მოხსენებებიდან კარგად ჩანს, რომ ჩვენ გვაქვს თვითმმართველობა, რომელიც ეფექტიანია კონკრეტულ ამოცანებთან მიმართებაში,  მაგრამ აუცილებელია გადაიდგას შემდგომი ნაბიჯები რათა უფრო დავუახლოვდეთ ევროპულ ადმინისტრაციულ  სისტემას და ადგილობრივი თვითმმართველობა გახდეს ტერიტორიული მართვის ეფექტიანი ინსტრუმენტი. შესაბამისად, ძალზედ მნიშვნელოვანია ინიციატივები რაც საქართველოს  პრემიერ-მინისტრმა წარმოადგინა დეცენტრალიზაციის ახალ სტრატეგიასთან მიმართებაში. საკონსულტაციო ფორუმის ფორმატის არსებობა ხელს  შეუწყობს ამ სტრატეგიის თემატურ შევსებას და მის მორგებას ადგილობრივ საჭიროებებზე “, – განაცხადა დავით მელუამ.

,,ათეა”-ს აღმასრულებელმა დირექტორმა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის როლზე და ორგანიზაციის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

მისივე თქმით,  ,,ათეა” მზად არის აქტიურად ჩაერთოს ახლადშექმნილ ფორმატში და  მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს  თვითმმართველობის შემდგომი განვითარებისთვის.

დღესვე, დამსწრე საზოგადოებას ფორუმის მონაწილე მერებმაც მიმართეს, რომლებმაც  თვითმმართველობაში არსებულ გამოწვევებზე საკუთარი ხედვები წარმოადგინეს.

ორდღიანი ფორუმი 5 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა – გიორგი კვირიკაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ- ირაკლი კობახიძემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა – მაია ცქიტიშვილმა და პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ – ზაზა გაბუნიამ გახსნეს.

ფორუმის მონაწილეებმა  რეგიონულ უთანაბრობაზე, დეცენტრალიზაციის რეფორმაზე, ინსტიტუციურ დიალოგზე, ასევე მუნიციპალიტეტებს შორის კავშირების ფორმირებასა და გაძლიერებაზე ისაუბრეს.

საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად ღონისძიებას მუნიციპალიტეტების მერები და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Facebook Et-twitter Linkedin Youtube Flickr
  • სწრაფი ბმულები

    • ორგანიზაციის მისია

    • ათეა-ს გუნდი

    • კონსულტაციები

    • სიახლეები

კონტაქტი

თბილისი, ვანო სარაჯიშვილის ქ. N 3
+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Copyright © 2025 Powered by –