+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Facebook X-twitter Linkedin Youtube Flickr
  • Georgian (Georgia)
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები
მენიუ დამატებითი
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები

CORLEAP-ის ბიუროს სხდომა ბრიუსელში

მარტი 16, 2023 /რედაქტორი -Admin

ბრიუსელში ევროპის რეგიონთა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციის (CORLEAP) ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელიც ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ – ზურაბ აბაშიძემ, ევროპის რეგიონების კომიტეტის პრეზიდენტთან – ვასკო ალვეს კორდეიროსთან ერთად გახსნა.

ზურაბ აბაშიძემ მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დღეს არსებული მრავალი გამოწვევის მიუხედავად, აღმოსავლეთ პარტნიორობა (EaP) რეგიონული პარტნიორების გაერთიანებისთვის კვლავ სიცოცხლისუნარიანი ფორმატია და სწორედ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, წევრებს შორის მოკავშირეობისა და უსაფრთხოების მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობა მეტად უნდა გაძლიერდეს.  როგორც ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, საქართველომ უკვე შეუწყო ხელი აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავლის შესახებ დისკუსიებს. 

ზურაბ აბაშიძემ ყურადღება გაამახვილა რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად შექმნილ უსაფრთხოების უკიდურესად რთულ გარემოზე.

,,რასაც დღეს უკრაინაში ვხედავთ, ჩვენთვის, ქართველებისთვის, არის ტრაგიკული მოგონება რუსული აგრესიისა და ომებისა, რაც ჩვენმა ქვეყანამ, არც ისე შორეულ წარსულში, ბოლოს 2008 წელს, საკუთარ თავზე გამოსცადა, როდესაც რუსეთის ახლადაღორძინებული ექსპანსიონისტური საგარეო პოლიტიკის პირველი მსხვერპლი გავხდით. ნათელია, რომ რუსეთი საქართველოსა და უკრაინის მიმართ იდენტურ პოლიტიკას ატარებს. საქართველოში რუსეთის მიერ წარმოებულმა ომებმა ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, უამრავი ადამიანი დაშავდა, ხოლო 3.7 მილიონიან ქვეყანას ნახევარი მილიონი იძულებით გადაადგილებული პირი შესძინა. სწორედ ამიტომ, მტკიცედ ვდგავართ ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან ერთად,“-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

მანვე სიტყვით გამოსვლისას, კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირის საიმედო და ერთგული პარტნიორია.  

„ვსარგებლობ შესაძლებლობით და კიდევ ერთხელ გამოვხატავ ევროკავშირის მიმართ გულითად მადლიერებას საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების ისტორიული გადაწყვეტილებისთვის. აღსანიშნავია, რომ კომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის განხორციელებაში მნიშვნელოვანი პროგრესი მიღწეულია და საქართველოს მიერ ღია და ინკლუზიური პროცესით არის მართული. ჩვენს კარგ პროგრესს ამ კუთხით, ასევე ადასტურებს კომისიის ანგარიში, სადაც აღნიშნულია, რომ მთლიანობაში, ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და მასში შემავალი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ შეთანხმების ფარგლებში კარგად მიმდინარეობს. საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მიერ შესრულებული საშინაო დავალების საფუძველზე, ევროკომისია საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაციას გაუწევს, რასაც მოჰყვება ევროპული საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილება”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. 

CORLEAP-ის ბიუროს სამუშაო შეხვედრისას განხილული იქნა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე თანამშრომლობის განვითარების ახალი ინიციატივები. მონაწილეებმა იმსჯელეს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლების ჩართულობის შესაძლებლობებზე უკრაინაში კოლეგების მხარდასაჭერად. ბიუროზე განიხილეს CORLEAP-ის პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის პერსპექტივები და შესაძლებლობები.

სხდომის ფარგლებში, ზურაბ აბაშიძე გაუძღვა დისკუსიას თემაზე „ელექტრონული სერვისები მოქალაქეებისთვის ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე”. მან ასევე ბიუროს სხდომის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია CORLEAP-ის მომავალი ყოველწლიური შეხვედრისა და სხვა დაგეგმილი აქტივობების შესახებ.

დღესვე, ბიუროს წევრების წინაშე მოხსენებით გამოვიდა ათეას ექსპერტი და ევროსაბჭოს კონგრესის დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის წევრი – ნინო ზურაბიშვილი.

ნინო ზურაბიშვილმა დამსწრე საზოგადოებას ანგარიშის პროექტის – „ელექტრონული სერვისები მოქალაქეებისთვის ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე” პირველადი ვერსია გააცნო, რომლის საბოლოო განხილვაც, მიმდინარე წლის სექტემბერში, ქალაქ ბათუმში დაგეგმილ CORLEAP-ის ყოველწლიურ შეხვედრაზე იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს CORLEAP-ის თანათავმჯდომარე ქვეყნის სტატუსი  2022 წლის ოქტომბერში მიენიჭა. მასში აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 ქვეყანა – საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, სომხეთი და აზერბაიჯანია წარმოდგენილი და როტაციის მიხედვით, რომელიც ყოველწლიურად ხორციელდება, თანათავმჯდომარის სტატუსის გადაბარება აღნიშნულ ქვეყნებს შორის ხდება.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG), აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონთა და თვითმმართველობათა კონფერენციაში (CORLEAP) 2011 წელს გაწევრიანდა. მასში მონაწილე ქართული დელეგაციის ახალი შემადგენლობა კი, ათეა-ს აღმასრულებელმა საბჭომ 2022 წლის მარტში დაამტკიცა.

Facebook Et-twitter Linkedin Youtube Flickr
  • სწრაფი ბმულები

    • ორგანიზაციის მისია

    • ათეა-ს გუნდი

    • კონსულტაციები

    • სიახლეები

კონტაქტი

თბილისი, ვანო სარაჯიშვილის ქ. N 3
+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Copyright © 2025 Powered by –