2012 წლის 27 ივლისს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორმა კავკასიაში სტივენ ჰაიკინმა გახსნა პროგრამის “საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზეგავლენის შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია” პრეზენტაცია.
”პროგრამის განხორცილება ძალიან მნიშვნელოვანია. მისი მიზანია საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზეგავლენის შერბილების ზომების ინსტიტუციონალზაცია. პროგრამაში თვითმმართველობები აქტიურად იქნებიან ჩართულნი, ასევე პროგრამაში ჩართულნი იქნებიან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც”- განაცხადა სტივენ ჰაიკინმა.
გამოფენით ”კლიმატის ცვლილება გავლენას ახდენს ხელოვნებაზე” მხატვრები: მიხო ქოჩაკიძე, ოლეგ ტიმჩენკო, დავით ალექსიძე, კოტე სულაბერიძე, მიშა გოგრიჭიანი და თინა რატიანი-ცხადაძე პროგრამის მიზნებს შეუერთდებიან.
პრეზენტაციამდე გაიმართა დაინტერესებულ მხარეთა საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა, რომელშიც საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, სახელმწიფო სტრუქტურებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილების და სოფლის მეურნეობის საკითხებზე არსებულ პროექტებსა კოორდინაციის მექანიზმებზე იმსჯელეს.
პროგრამა ხორციელდება საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ და მისი განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ძალისხმევის საფუძველზე. პროგრამა წარმოადგენს საკვანძო ინიციატივას, რომელიც მიმართულია საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობის დღის წესრიგში გარემოს დაცვითი და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხების ინტეგრირებაზე. რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი თვითმმართველობების ფუნქციების განხორციელებას ბუნებრივი რესურსების მართვის, სივრცითი დაგეგმარებისა და მდგრადი განვითარების სფეროში.
Add comment