+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Facebook X-twitter Linkedin Youtube Flickr
  • Georgian (Georgia)
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები
მენიუ დამატებითი
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები

ათეას ორგანიზებით, თბილისში თანასწორობისა და ქალთა სოლიდარობის ფორუმი გაიმართა

ივნისი 5, 2023 /რედაქტორი -Admin

ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოს (CEMR) და ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპული პლატფორმის (PLATFORMA) ორგანიზებით, ასევე საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მხარდაჭერით, თბილისში თანასწორობისა და ქალთა სოლიდარობის ფორუმი გაიმართა.

ჰიბრიდულ რეჟიმში მიმდინარე ღონისძიება საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში გენდერული თანასწორობის მიმართულებით მიღწეული პროგრესის შეფასებას, გამოცდილების გაზიარებასა და შემდგომი განვითარებისთვის სამომავლო გეგმებზე მსჯელობას დაეთმო.

ფორუმი, ათეას აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ და CEMR-ში ეროვნულმა კოორდინატორმა – ნათია ღვინაშვილმა, CEMR- ის ვიცე-პრეზიდენტთან, თბილისის საკრებულოს წევრთან – ნინო რუხაძესთან ერთად გახსნა.

გამომსვლელებმა მდგრადი განვითარების მიზნებზე, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის ევროპული ქარტიის შესრულების მნიშვნელოვან ზრდაზე გაამახვილეს ყურადღება და დოკუმენტით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე ისაუბრეს.

როგორც ნინო რუხაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ქალებმა დიდი როლი უნდა შეასრულონ ახალი ქართული სახელმწიფოებრიობის მშენებლობის საქმეში და პოლიტიკაში, რადგან მათი აქტიური მონაწილეობის გარეშე სახელმწიფო წარმატებული ვერ იქნება.

„ქალთა აქტიური თანამონაწილეობისა და ქალთა პოლიტიკაში აქტიური ჩართვის გარეშე სახელმწიფო წარმატებული ვერ იქნება და იმისთვის, რომ ეს მიზანი მიღწეულ იქნას, გენდერული ბალანსის დაცვა აუცილებელია. იმ პრობლემებსა და დაბრკოლებებზე საუბარი კი, რომლებიც ხელს უშლის ქალთა აქტიურ ჩართვას პოლიტიკაში, ღიად და გულწრფელად უნდა მიმდინარეობდეს. ამიტომაც ჩვენ, ამ თემებზე დისკუსიების ინიცირებასა და მსგავსი საერთაშორისო ფორუმების საქართველოში გამართვას ყოველთვის მივესალმებით“, – განაცხადა ნინო რუხაძემ.

ნათია ღვინაშვილმა კი, ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების პროცესში ათეას ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და დამსწრე საზოგადოებას ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ლოკალიზების, ასევე, თანასწორობის ევროპული ქარტიის ადვოკატირების შედეგები და სამომავლო გეგმები გააცნო.

,,გენდერული თანასწორობის მუნიციპალური სამოქმედო გეგმები დღეს უკვე პასუხობს ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ის პრინციპებს. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან შარშან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე კი, აღნიშნული საკითხის ეფექტიანი ლოკალიზაციის მიზნით, კიდევ უფრო სიღრმისეული მუშაობაა დაგეგმილი, რაც უახლოეს მომავალში დაიწყება. რაც შეეხება გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში თანასწორობის ევროპული ქარტიის ადვოკატირებას, დღეის მდგომარეობით, დოკუმენტს საქართველოს მუნიციპალიტეტების დიდი ნაწილი აწერს ხელს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მომდევნო წლებში ადვოკატირებასთან ერთად, გავაგრძელებთ მუნიციპალიტეტების მხარდაჭერას, ამ ქარტიით აღებული ვალდებულებების ეფექტიანი განხორციელების მიმართულებით და განვითარების პარტნიორებთან ერთად, ხელმომწერ თვითმმართველ ერთეულებს სხვადასხვა ინსტრუმენტებსა და მექანიზმებს შევთავაზებთ“-აღნიშნა ნათია ღვინაშვილმა.

ფორუმში, რომელსაც CEMR-ისა და PLATFORMA-ის ექსპერტები – ბელა ცხელიშვილი და ჯეიმი ჯასტი უწევდნენ მოდერაციას, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ასოციაციებისა და ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, ევროკავშირის წარმომადგენლები იყვნენ ჩართულნი.

პირველი სესია, ადგილობრივ დონეზე, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გენდერული ასპექტების და მოქმედებების მიმოხილვასა და გამოცდილების გაზიარებას დაეთმო.

მეორე სესიაზე კი, ფორუმის მონაწილეებმა ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების ეფექტური დღის წესრიგი განიხილეს და ქალი ლიდერებისგან საუკეთესო მაგალითები მოისმინეს. დღესვე,, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა, მოწვეულ ექსპერტებთან ერთად, იმ გამოწვევებსა და ხარვეზებზე იმსჯელეს, რომლებიც ხელს უშლის ქალებს სრულფასოვნად ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

ღონისძიების დასკვნით ნაწილში, მონაწილეები, ასევე გაეცნენ ინდიკატორებს, რომლებიც ადგილობრივ დონეზე თანასწორობის ევროპული ქარტიის განხორციელების მონიტორინგისა და შეფასების მხარდასაჭერად შემუშავდა.

აღსანიშნავია, რომ ფორუმი უკრაინის ქალაქთა კავშირის (AUC) და მოლდოვას თვითმმართველი ერთეულის ფედერაციის (CALM) პარტნიორობით მოეწყო.

Facebook Et-twitter Linkedin Youtube Flickr
  • სწრაფი ბმულები

    • ორგანიზაციის მისია

    • ათეა-ს გუნდი

    • კონსულტაციები

    • სიახლეები

კონტაქტი

თბილისი, ვანო სარაჯიშვილის ქ. N 3
+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Copyright © 2025 Powered by –