+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Facebook X-twitter Linkedin Youtube Flickr
  • Georgian (Georgia)
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები
მენიუ დამატებითი
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები

ათეამ ადამიანის უფლებათა დაცვის ლოკალიზაციის კომიტეტის პირველი სხდომა გამართა

მარტი 14, 2023 /რედაქტორი -Admin

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ  ადამიანის უფლებათა დაცვის ლოკალიზაციის კომიტეტის პირველი სხდომა გამართა.

აღსანიშნავია, რომ სამუშაო ჯგუფი, რომელიც ათეას აღმასრულებელი საბჭოს ქოლგის ქვეშ ჩამოყალიბდა, ADA-ს მიერ დაფინანსებული, ევროპის საბჭოს კონგრესისა და ასოციაციის ერთობლივი პროექტის – „საქართველოში ადგილობრივ დონეზე მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება“ ფარგლებში შეიქმნა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კომიტეტის მიზანია ხელი შეუწყოს დიალოგს ადამიანის უფლებათა ლოკალიზაციის შესახებ, შეიმუშაოს ასოციაციის სტრატეგია ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში და კოორდინაცია გაუწიოს მუნიციპალიტეტების მიერ განხორციელებულ საქმიანობას.

სხდომა ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა – დავით მელუამ გახსნა  და დამსწრე საზოგადოებას კომიტეტის სტრატეგიის დოკუმენტისთვის ათეას  მიერ შემუშავებული წინადადებები და ინიციატივები წარუდგინა.

საკითხის განხილვისა და დისკუსიის შემდეგ ჩამოყალიბდა – 2023-2025 წლების  ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით მუნიციპალიტეტის როლის გაზრდის სტრატეგიის სამუშაო ვერსია, რომელიც  ემყარება ევროპულ ქარტიას – “ქალაქებში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ”. მის მთავარ ამოცანას კი, აღნიშნული მიმართულებით მუნიციპალიტეტებისთვის დელეგირებული და ნებაყოფლობითი უფლებამოსილებების ერთიან სისტემაში მოქცევა, ასევე, მათი საქმიანობის საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოყვანა წარმოადგენს.

მონაწილეთა შეთანხმებით, სტრატეგიის მიხედვით,  ათეამ უნდა უზრუნველყოს ინსტიტუციური დიალოგი მუნიციპალიტეტებსა და სახალხო დამცველს შორის. აგრეთვე,  ასოციაციამ უნდა გააგრძელოს ინტენსიური მუშაობა თვითმმართველ ერთეულებთან, რათა ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტები მუნიციპალურ მართვასთან იყოს ჰარმონიზებული.

აღსანიშნავია, რომ სტრატეგიის საბოლოოდ დამტკიცებამდე, კომიტეტი რეგიონულ შეხვედრებს გამართავს და  მუნიციპალიტეტებთან კონსულტაციების შედეგად, მათ  საჭიროებებზე მორგებულ  დოკუმენტს აღმასრულებელ საბჭოს წარუდგენს.

კომიტეტის წევრებმა, ასევე, სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს და სამომავლო ნაბიჯებზე შეთანხმდნენ.

დღესვე გადაწყდა, რომ კომიტეტს, რომელსაც დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები – ლევან ჟორჟოლიანი და საბა ბუაძე, ასევე ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი – იოსებ ხახალეიშვილი და ზუგდიდის საკრებულოს წარმომადგენელი – სანდრო სორდია წარმოადგენენ, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი – მანანა ნარიმანიძე უხელმძღვანელებს. სამუშაო ჯგუფის მდივნის ფუნქციას კი, ათეას აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე – ნათია ღვინაშვილი შეითავსებს.

შეხვედრის მონაწილეებს, ასევე, სიტყვით მიმართა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფალთა კონგრესის ურთიერთთანამშრომლობისა და საგარეო ურთიერთობათა განყოფილების უფროსმა. მარიტე მორასმა პროექტის  „საქართველოში ადგილობრივ დონეზე მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება“ მნიშვნელობაზე ისაუბრა და ევროკავშირისა და ათეას მჭიდრო თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება.

სხდომაზე მოხსენებით წარსდგნენ  ათეას ექსპერტებიც.  კახა გურგენიძემ დამსწრე საზოგადოებას შშმ პირების შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების პაკეტი წარუდგინა და მონაწილეებთან ერთად, მუნიციპალიტეტებში ათეას ადვოკატირებით  განხორციელებული ღონისძიებები შეაჯამა.  
ნინო ზურაბიშვილმა კი, რომელიც ამავდროულად ევროპის საბჭოს რეგიონულ და ადგილობრივ ხელისუფალთა კონგრესის ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფს წევრია, ადგილობრივ დონეზე ბავშვის უფლებათა კოდექსის დანერგვასა და  ბავშვის უფლებების დაცვაში მუნიციპალიტეტების როლზე გაამახვილა ყურადღება. 

კომიტეტის წევრები, დღესვე, საქართველოს ევროპის საბჭოს ოფისის წარმომადგენელის და პროექტის უფროსი ოფიცრის – ნინა გელაშვილის  მიერ წარდგენილ პრეზენტაციას გაეცნენ, რომელიც კონგრესთან თანამშრომლობასა და ანტი-დისკრიმინაციის ხელშეწყობას შეეხებოდა.  

შეხვედრას  რომელიც სასტუმროში – ,,ჰოლიდეი ინ თბილისი“ მოეწყო,  საქართველოში ევროსაბჭოს ოფისისა და ათეას აპარატის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

Facebook Et-twitter Linkedin Youtube Flickr
  • სწრაფი ბმულები

    • ორგანიზაციის მისია

    • ათეა-ს გუნდი

    • კონსულტაციები

    • სიახლეები

კონტაქტი

თბილისი, ვანო სარაჯიშვილის ქ. N 3
+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Copyright © 2025 Powered by –