საქართველოს ადილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG) აცხადებს კონკურსს წევრ მუნიცპალიტეტებთან კომუნიკაციის კოორდინატორის პოზიციაზე.
დაინტერესებულმა პირებმა ამა წლის 26 აპრილის 6 საათამდე უნდა წარმოადგინონ CV და სამოტივაციო წერილი ელექტრონული სახით შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე jobs@nala.ge. წერილს უნდა მიეთითოს ლათინური ასოებით “MEM-018” და პოზიცია (ანუ “კოორდინატორი”) რომელზეც შეგაქვთ განაცხადი.
მითითებული ვადის გასვლის შემდეგ მიღებული კორესპოდენცია არ განიხილება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- სამუშაო გამოცდილება 1-3 წლამდე
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Excel, MS Word, MS PowerPoint; MS project;
ფუნქცია-მოვალეობები:
ორგანიზაციის წევრ მუნიციპალიტეტებთან ურთიერთობა და მონაცემთა ბაზის შექმნა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში შესაბამისი მოკვლევის ჩატარება და პრობლემათა იდენტიფიცირება.
Add comment