+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Facebook X-twitter Linkedin Youtube Flickr
  • Georgian (Georgia)
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები
მენიუ დამატებითი
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები

ათეა-ს წარმომადგენლებმა “ღია მმართველობის გლობალური ფორუმი 2018 – თბილისი” ფარგლებში გამართულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

ივლისი 17, 2018 /რედაქტორი -Admin

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა – თამარ ტალიაშვილმა, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული კონგრესის თანამშრომლობისა და საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან – მარიტე მორასთან, ათეა-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრებთან – ნინო ქავთარაძესთან და გიორგი ღურჯუმელიძესთან, ასევე აღნიშნული ორგანიზაციის  აღმასრულებელ დირექტორთან – დავით მელუასთან ერთად საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში გამართულ კონფერენციაში – “ღია მმართველობა ადგილობრივ დონეზე – ქალაქები იწყებენ ქმედებას” მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიება, რომელიც OGP-ის, ათეა-სა და ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის ერთობლივი ინიციატივით გაიმართა, ქალაქ რუსთავში მოეწყო და მას უკრაინის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ათეა-ს აღმასრულებელი საბჭოს, ასევე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წევრები და ევროპის საბჭოს ექსპერტები ესწრებოდნენ.

თამარ ტალიაშვილმა 2012 წლიდან საქართველოს განსაკუთრებულ პროგრესსა და მმართველობის გამჭვირვალობის პრინციპების დანერგვის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა და აღნიშნულ პროცესში დედაქალაქის მოქალაქეთა ჩართულობის მაღალ ხარისხს გაუსვა ხაზი.

მანვე ამ მიმართულებით ათეა-ს პრეზიდენტის, დედაქალაქის მერის – კახა კალაძის მიერ განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტი ,,ჩემი იდეა თბილისის მერს“ პირველი ნაბიჯი იყო გამჭვირვალობისა და მოსახლეობის ჩართულობის ახალი პლატფორმის შესაქმნელად. 

,, OGP-ის წევრობის 7 წლისთავზე ამ მიმართულებით საქართველოს პროგრესის ასეთი მაღალი აღიარება ევროსაბჭოს პარტნიორი ქვეყნების მხრიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გამოწვევები არის, მაგრამ მიღწეული პროგრესი დასტურია იმისა, რომ მათი დაძლევის უნარი გაგვაჩნია,“ – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

დავით მელუამ, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ანალოგიური შეხვედრები ადგილობრივი და რეგიონული მთავრობების შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და ხელისუფლების თვითმმართველობების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

რუსთავისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოების თავმჯდომარეების მოადგილეებმა – ნინო ქავთარაძემ და გიორგი ღურჯუმელიძემ კი, ქართველ და უცხოელ კოლეგებთან ერთად დღის წესრიგით გათვალისწინებულ სესიაში მიიღეს მონაწილეობა და ადგილობრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობაზე ისაუბრეს.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა კონფერენციის ორგანიზატორებს აღნიშნულ ფორმატში ღონისძიების გამართვისთვის მადლობა გადაუხადეს და საკუთარ მუნიციპალიტეტებში OGP- ის ფარგლებში განხორციელებულ და სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს.

სესიაში ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის წევრმა – ნინო ზურაბიშვილმა მიიღო მონაწილეობა, რომელმაც მუნიციპალურ მმართველობაში გამჭვირვალობასა და ღიაობაზე ისაუბრა.

ღონისძიება, რომელიც რუსთავის მუნიციპალიტეტის მერმა – ირაკლი ტაბაღუამ გახსნა ქალაქ რუსთავის დაარსების 70 წლისთავს მიეძღვნა.

კონფერენცია დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა, სადაც მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა ერთმანეთს საკუთარი ქალაქების გამოცდილება გაუზიარეს.

როგორც ცნობილია, საქართველო OGP-ის 2011 წლიდან შეუერთდა. გასულ წელს კი „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თავმჯდომარე ქვეყანა გახდა და ის ამ ფუნქციას ერთი წლის განმავლობაში შეასრულებს.

Facebook Et-twitter Linkedin Youtube Flickr
  • სწრაფი ბმულები

    • ორგანიზაციის მისია

    • ათეა-ს გუნდი

    • კონსულტაციები

    • სიახლეები

კონტაქტი

თბილისი, ვანო სარაჯიშვილის ქ. N 3
+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Copyright © 2025 Powered by –