+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Facebook X-twitter Linkedin Youtube Flickr
  • Georgian (Georgia)
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები
მენიუ დამატებითი
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები

ათეა-ს ორგანიზებით ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, კონფერენცია თემაზე – „ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის მონიტორინგი და შეფასება“ გაიმართა

სექტემბერი 28, 2018 /რედაქტორი -Admin

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული  ასოციაციის (NALAG) ორგანიზებით,  ევროკავშირის  პროექტის „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ფარგლებში, კონფერენცია თემაზე – „ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის მონიტორინგი და შეფასება“ გაიმართა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან – მზია გიორგობიანთან და ათეა-ს პირველ ვიცე-პრეზიდენტთან, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან –  გიორგი ტყემალაძესთან ერთად, ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების უფროსის მოადგილემ – კატალინ გერმანმა და საქართველოში ნორვეგიის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ – ვეგარდ სტენსრუდმა მიმართეს. 

ღონისძიების მონაწილეებმა კონფერენცის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და  პარტნიორ ორგანიზაციებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.

 “დეცენტრალიზაციის სტრატეგიის შემუშავების პროცესში და შემდგომ, ამ სტრატეგიის განხორციელების ეტაპზე, აუცილებელია მუნიციპალიტეტების მიერ თვითშეფასების ინსტრუმენტის დანერგვა, რაც მნიშვნელოვანია, მათ შორის, მოსახლეობისთვის სერვისების მიწოდების თვალსაზრისით. ამასთან, აღნიშნული ერთის მხრივ დაეხმარება თავად მუნიციპალიტეტებს მუდმივად იზრუნონ სერვისების მიწოდების გაუმჯობესებაზე, მეორეს მხრივ კი, ცენტრალურ ხელისუფლებას დაეხმარება სათანადო პოლიტიკის განსაზღვრაში”, – განაცხადა მზია გიორგობიანმა.

 

გიორგი ტყემალაძემ მუნიციპალიტეტებს შორის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებასა და  საზოგადოების მონაწილეობაზე ისაუბრა და აღნიშნულ პროცესში ასოციაციის (NALAG) ჩართულობას  გაუსვა ხაზი.

,,ჩვენ, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, კარგად გვესმის მონიტორინგისა და შეფასების ერთიანი სისტემის განვითარების აუცილებლობა. ვფიქრობ, პროექტი დაგვეხმარება დავხვეწოთ მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესრულების ეფექტიანობა.

ასევე მნიშვნელოვანია მოსახლეობამ აქტიურად გამოავლინოს საკუთარი შეჯერებული ინიციატივები, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივ განვითარებას. ამ მხრივ თბილისის მუნიციპალიტეტმა გადადგა გარკვეული ნაბიჯები. ამჟამად ფუნქციონირებს ელექტრონული პორტალი ,, შენი იდეა ქალაქის მერს“, რომელიც მოქალაქეების ინიციატივების საფუძველზე ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზანს ემსახურება “- აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ. 

ათეა-ს ექსპერტებმა კახა გურგენიძემ და ნინო ზურაბიშვილმა დამსწრე საზოგადოებას მოქალაქეთა მონაწილეობის ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე და  საუკეთესო პრაქტიკის შეფასების მეთოდოლოგიაზე მიაწოდეს ინფორმაცია. როგორც მათ აღნიშნეს, პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში განხორციელდება, წამოყენებულია საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მოქალაქეთა ჩართულობის თვალსაზრისით, თვითმმართველობებისთვის ახალი მექანიზმების შემოტანას ითვალისწინებს.

კონფერენცია, რომელიც კითხვა-პასუხისა და დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა  – დავით მელუამ შეაჯამა.

 

მისი განცხადებით, „ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის მონიტორინგისა და შეფასების“ სისტემა მნიშვნელოვანი და ეფექტური მართვის ინსტრუმენტია, რომლის გამოყენებითაც ორგანიზაციების და სისტემების მუშაობის  შეფასება, სისუსტეების გამოვლენა და შემდგომში, საჭიროების არსებობის შემთხვევაში, ვითარების გამოსწორება გახდება შესაძლებელი.

პროექტი „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივაა, რომელსაც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG), კვლევით ცენტრ – PMC (საქართველო)-სთან და ლატვიის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ასოციაციასთან (LALRG) თანამშრომლობით ახორციელებს.

კონფერენციას, რომელიც სატუმროში „რუმს ჰოტელ თბილისი“ გაიმართა, საქართველოს სახვადასხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები,  ასევე ექსპერტები და მკვლევარები ესწრებოდნენ.

Facebook Et-twitter Linkedin Youtube Flickr
  • სწრაფი ბმულები

    • ორგანიზაციის მისია

    • ათეა-ს გუნდი

    • კონსულტაციები

    • სიახლეები

კონტაქტი

თბილისი, ვანო სარაჯიშვილის ქ. N 3
+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Copyright © 2025 Powered by –