+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Facebook X-twitter Linkedin Youtube Flickr
  • Georgian (Georgia)
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები
მენიუ დამატებითი
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები

ათეა-მ სასწავლო ტურის ფარგლებში უზბეკეთის რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლა

სექტემბერი 6, 2021 /რედაქტორი -Admin

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (NALAG) უზბეკეთის რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლა.

შეხვედრა, რომელიც სასწავლო ტურის ფარგლებში გაიმართა, ათეა-ს ვიცე-პრეზიდენტმა, რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა – ნინო ქავთარაძემ გახსნა, რომელმაც მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას, ქვეყნებს შორის თანამშრომლობას გაუსვა ხაზი და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.

სტუმრებმა დღესვე, ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ მოისმინეს ინფორმაცია, რის შემდეგაც ათეა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა – დავით მელუამ დელეგაციის წევრებს საქართველოს მუნიციპალიტეტების სტრუქტურა გააცნო და გადაწყვეტილებების მიღებისა და სოციალური ანგარიშვალდებულების პროცესში საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობაზე მიაწოდა ინფორმაცია.  

აღნიშნულ სასწავლო ტურში,  აგრეთვე, ათეა-ს ექსპერტები – ნინო ზურაბიშვილი და კახა გურგენიძე იღებდნენ მონაწილეობას, რომლებმაც საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემასა და კანონმდებლობაზე, ასევე, მუნიციპალიტეტებთან საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მრჩეველთა საბჭოების მუშაობის პრინციპებზე ისაუბრეს და დამსწრე საზოგადოებას, აღნიშნული მიმართულებით არსებული საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები გაუზიარეს.

სამ საათიანი შეხვედრა, რომელიც ქვეყანაში არსებული რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობდა,  დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა,  რის შემდეგაც სტუმრებმა ათეა-ს წარმომადგენლებს მიღებისთვის  მადლობა გადაუხადეს და  სამომავლოდ კიდევ უფრო ნაყოფიერი თანამშრომლობის  იმედი გამოთქვეს.

უზბეკეთის რესპუბლიკის  დელეგაცია, რომელსაც საკანონმდებლო პალატის თავმჯდომარის მოადგილე – ბობურ ბეკმუროდოვი ხელმძღვანელობს, დღესვე შეხვედრებს გამართავს საქართველოს პარლამენტში და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში (IDFI),  სადაც სტუმრებს საკანონმდებლო ორგანოს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე – სოზარ სუბარი, აღნიშნული კომიტეტის აპარატის უფროსი – სულიკო ბეჟანიძე და მისი მოადგილე – ხათუნა ხვიჩია, ასევე IDFI-ის წარმომადგენელი თეონა ტურაშვილი უმასპინძლებენ. ხვალ კი, დელეგაციის წევრები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეს – მზია გიორგობიანსა და “კივიტას გეორგიკას” აღმასრულებელ დირექტორს – გიორგი მესხიძეს შეხვდებიან, რის შემდეგაც  სტუმრები კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის ხელმძღვანელთან   –  კობა თურმანიძესთან ონლაინ ფორმატში ჩაერთვებიან.  

სასწავლო ტურის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია ვიზიტი დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში. 8 სექტემბერს სტუმრებს  საკრებულოს თავმჯდომარე და ათეა-ს პირველი ვიცე-პრეზიდენტი – გიორგი ტყემალაძე, საკრებულოსა და   აგრეთვე, ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA) ათეა-ს დელეგაციის წევრებთან – ნინო რუხაძესთან და ოთარ გრიგოლიასთან ერთად მიიღებს.  

ვიზიტის დასასრულს უზბეკეთის რესპუბლიკის წარმომადგენლები,  თელავისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან გამართავენ ონლაინ შეხვედრებს, რის შემდეგაც დაგეგმილია  ექსკურსია თბილისის იუსტიციის სახლში.

დელეგაცია, რომელიც პარლამენტისა  და საკრებულოების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებითა და ექსპერტებითაა დაკომპლექტებული, საქართველოს 10 სექტემბერს დატოვებს.

Facebook Et-twitter Linkedin Youtube Flickr
  • სწრაფი ბმულები

    • ორგანიზაციის მისია

    • ათეა-ს გუნდი

    • კონსულტაციები

    • სიახლეები

კონტაქტი

თბილისი, ვანო სარაჯიშვილის ქ. N 3
+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Copyright © 2025 Powered by –