+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Facebook X-twitter Linkedin Youtube Flickr
  • Georgian (Georgia)
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები
მენიუ დამატებითი
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები

ათეა-მ 2021 წლის საუკეთესო პრაქტიკის კონკურსის გამარჯვებული მუნიციპალიტეტები დააჯილდოვა

დეკემბერი 23, 2021 /რედაქტორი -Admin

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (NALAG), წელსაც არ დაარღვია ტრადიცია და საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) კონკურსში გამარჯვებული 12 მუნიციპალიტეტი დააჯილდოვა.

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) -,,ადგილობრივი და რეგიონული განვითარების ხელშეწყობა საქართველოში’’ მხარდაჭერით გამართულ, რიგით მეოთხე ეროვნულ კონფერენციაზე, რომელსაც ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორი – დავით მელუა უძღვებოდა, სპეციალური პრიზები და სიგელები – ქუთაისის, ფოთის, ხარაგაულის, სენაკის, ცაგერის, ზუგდიდისა და ქედის, ასევე, ბოლნისის, ბაღდათის, ლაგოდეხის, ხელვაჩაურისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებს გადაეცათ.

,,წელს სხვადასხვა სფეროებში, კიდევ 12- მა მუნიციპალიტეტმა შექმნა კარგი პრაქტიკა. 12 ჯილდო, კი მეტყველს იმ ფაქტზე, რომ ჩვენი თვითმმართველობის სისტემა ნაბიჯ-ნაბიჯ აღწევს წარმატებებს, რაც  ჯეროვნად უნდა იყოს აღნიშნული, როგორც ადგილობრივ, ისე ეროვნულ დონეზე.
ვფიქრობ, წინა წლების მსგავსად, მუნიციპალიტეტებს წელს გამართული კონფერენციაც აუმაღლებს მოტივაციას და საქართველოს თემებსა და ქალაქებში კვლავ გაგრძელდება კარგი პროგრამების განხორციელება“,- განაცხადა დავით მელუამ და UNDP-ის წარმომადგენლებს აღნიშნული პროექტის ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა.

დამსწრე საზოგადოებას, ასევე მისასალმებელი სიტყვით მიმართეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ – მზია გიორგობიანმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში – ნიკო თათულაშვილმა და UNDP-ის პროექტის, „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში” მენეჯერმა – თინათინ ტყეშელაშვილმა, რომლებმაც თვითმმართველ ერთეულებს შორის ჯანსაღი შეჯიბრებითობის ხელშეწყობის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებზე გაამახვილეს ყურადღება და აღნიშნულ პროცესში ათეა-ს ჩართულობას გაუსვეს ხაზი.

პროგრამის ექსპერტმა – ნინო ზურაბიშვილმა კი, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა მიმოიხილა და სტუმრებს მისი მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ათეა-ს ექსპერტის განმარტებით, BPP-ის კონკურსზე გამარჯვებული 12 თვითმმართველი ერთეულის საკონკურსო პროექტები, სპეციალურად შექმნილმა შეფასების კომისიამ და კონკურსის მმართველმა კომიტეტმა გამოავლინა.  

კერძოდ, კონკურსში, ხარაგაულისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებმა მოქალაქეთა მონაწილეობის, სენაკისა და ცაგერის თვითმმართველმა ერთეულებმა კი, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მიზნით განხორციელებული პროგრამებით გაიმარჯვეს.

გენდერული თანასწორობისა და ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებების მიმართულებით დაჯილდოვდნენ ზუგდიდისა და ქედის მუნიციპალიტეტები, ხოლო ახალგაზრდების გააქტიურების, მობილიზაციისა და ჩართულობის ხელშეწყობისთვის განკუთვნილი სპეციალური პრიზები, ბოლნისისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებმა გადაინაწილეს.

ღია მმართველობის, გამჭვირვალობისა და ინფორმაციის საჯაროობით გამოირჩეოდა თვითმმართველი ქალაქი – ფოთი. ნომინაციაში მდგრადი ურბანიზაცია, რევიტალიზაცია და მწვანე ურბანული ეკონომიკა კი, ჯილდო ზესტაფონის მუნიციპალიტეტს ერგო.

რაც შეეხება კლიმატის ცვლილებასა და გარემოს დაცვის მიმართულებით დაწესებულ პრიზებს, ისინი ლაგოდეხისა და ხელვაჩაურის თვითმმართველმა ერთეულებმა მოიპოვეს.

COVID -19 ვაქცინაციის ხელშეწყობისა და პოსტ-კოვიდ აღდგენისთვის კი, ყველაზე მაღალი ქულებით ბოლნისის მუნიციპალიტეტის პროგრამა შეფასდა.

თვითმმართველი ერთეულების პირველ პირებს სპეციალური ჯილდოები და სიგელები მზია გიორგობიანმა და ნიკო თათულაშვილმა გადასცეს,

აღსანიშნავია, რომ სასტუმროში – „ბილთმორ თბილისი“ გამართული ღონისძიება, რომელიც პანდემიის გამო   ჰიბრიდულ ფორმატსაც მოიცავდა, Zoom-ის პლატფორმისა და Facebook Live -ის საშუალებით მიმდინარეობდა  და მას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისა და  არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, აგრეთვე, საქართველოს მუნიციპალიტეტების პირველი პირები და დარგის აღიარებული ექსპერტები ესწრებოდნენ. 

BPP ევროპის საბჭოს მიერ აღიარებული და მის წევრ ქვეყნებში ფართოდ გამოყენებული ინსტრუმენტია, რომელიც მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებული წარმატების მაგალითების გამოვლენასა და სხვა მუნიციპალიტეტებში მათ გამოყენებას ისახავს მიზნად.

პროგრამა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) – „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ პროექტის, ასევე შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

 

იხილეთ ფოტო გალერეა

Facebook Et-twitter Linkedin Youtube Flickr
  • სწრაფი ბმულები

    • ორგანიზაციის მისია

    • ათეა-ს გუნდი

    • კონსულტაციები

    • სიახლეები

კონტაქტი

თბილისი, ვანო სარაჯიშვილის ქ. N 3
+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Copyright © 2025 Powered by –