საქართველოს ადილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროგრამის “დემოკრატიული მმართველობა საქართველოში” ფარგლებში აცხადებს კონკურსს შემდეგ პოზიციებზე:
1.წევრ მუნიცპალიტეტებთან კომუნიკაციის კოორდინატორი
2.IT სპეციალისტი დაინტერესებულმა პირებმა ამა წლის 25 თებერვლის 6 საათამდე უნდა წარმოადგინონ CV და სამოტივაციო წერილი ელექტრონული სახით შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე jobs@nala.ge. წერილის უნდა მიეთითოს ლათინური ასოებით “MEM-018” და ის პოზიცია (ანუ “კოორდინატორი” ან “IT სპეციალისტი” და ა.შ.) რომელზედაც შეგაქვთ განაცხადი. მითითებული ვადის გასვლის შემდეგ მიღებული კორესპოდენცია არ განიხილება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: IT სპეციალისტი
- ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
- ენების ცოდნა: ქართული – თავისუფლად; რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ტექნიკის თანმდევი დოკუმენტაციის წაკითხვის დონეზე (სავალდებულო).
ფუნქცია-მოვალეობები:
ოპერაციული სისტემების Windows 7, 8, 10 ინსტალაცია, კონფიგურაცია, დიაგნოსტიკა, პრობლემების გამოვლენა და აღმოფხვრა.
MS Word, MS Excel, MS PowerPoint, MS Outlook – კარგი ცოდნა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: წევრ მუნიცპალიტეტებთან კომუნიკაციის კოორდინატორი
- უმაღლესი განათლება
- სამუშაო გამოცდილება 1-3 წლამდე
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Excel, MS Word, MS PowerPoint; MS project;
ფუნქცია-მოვალეობები:
ორგანიზაციის წევრ მუნიციპალიტეტებთან ურთიერთობა და მონაცემთა ბაზის შექმა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში შესაბამისი მოკვლევის ჩატარება და პრობლემათა იდენტიფიცირება.
წარმატებულ კანდიდატებთან გასაუბრება მოხდება 28 თებერვლამდე.
Add comment