ააიპი “საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია” აცხადებს ვაკანსიას – აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის N142
სამუშაო განაკვეთი – სრული
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· უმაღლესი განათლება;
· მაგისტრის/დოქტორის ხარისხი სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების ან მომიჯნავე დარგში; (დოქტორის ხარისხი ჩაითვლება უპირატესად);
· მინიმუმ 2 უცხო ენის სრულყოფილად ცოდნა, მათ შორის ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა.
· საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება;
· მუშაობის არანაკლებ 10 წლიანი გამოცდილება;
ძირითადი მოვალეობები:
· თანამდებობაზე ნიშნავს ასოციაციის აპარატის ცენტრალური და რეგიონული ოფისების თანამშრომლებს, იწვევს და აფორმებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს;
· ნიშნავს პროექტის კოორდინატორებს, ზედამხედველობს მათ საქმიანობას;
· ორგანიზაციულად უზრუნველყოფს ასოცაციის ეროვნული ასამბლეის და აღმასრულებელი საბჭოს საქმიანობას;
· ორგანიზაციულად უზრუნველყოფს ეროვნული ასამბლეის, ასოციაციის პრეზიდენტისა და აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებათა განხორციელებას;
· ხელს აწერს ხელშეკრულებებს და ასოციაციის სხვა საფინანსო დოკუმენტებს;
· ასრულებს სხვა ორგანიზაციულ ფუნქციებს;
· ანგარიშვალდებულია ასოციაციის პრეზიდენტის და აღმასრულებელი საბჭოს წინაშე.
უნარ-ჩვევები:
· გუნდის მართვის უნარი;
· დაგეგმვისა და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
· გუნდური მუშაობის უნარი;
· საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი;
· პრეზენტაციის უნარი.
წარმოსადგენი დოკუმენტები:
· რეზიუმე (CV);
· სამოტივაციო წერილი (ქართულ და ინგლისურ ენაზე შესრულებული);
· მაგისტრის/დოქტორის ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
· სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
კონკურსის ეტაპები:
· პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;
· მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება;
· შერჩეული კანდიდატი დასამტკიცებლად წარედგინება ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად
ა) აპლიკაციების შეფასება/გადარჩევა
ბ) გასაუბრება
შრომითი ანაზღაურების ოდენობა – დარიცხული ხელფასი – 4,375 ლარი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გამოგზავნონ ელფოსტის მისამართზე – jobs@nala.ge
ელექტრონული განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით 18:00 საათი.
Add comment