საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომა განახლებული შემადგენლობით ასოციაციის ოფისის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა. სხდომას ასოციაციის ახლადარჩეული პრეზიდენტი, დავით ჯიქია ხელმძღვანელობდა. სხდომაზე აღმასრულებელმა საბჭომ კენჭი უყარა და ერთხმად დაამტკიცა ასოციაციის ორი ვიცე-პრეზიდენტი თბილისის საკრებულო თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ტყემალაძე და ბორჯომის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი.
Add comment