დღეს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი მამუკა აბულაძე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრთა შეხვედრაზე სიტყვით წარსდგება. მამუკა აბულაძე, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების რეგიონულ და ადგილობრივ ხელისუფლებათა კონფერენციის თანათავმჯდომარე, თავის გამოსვლაში შეეხება უკრაინის, მოლდოვეთის რესპუბლიკისა და საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის მნიშვნელობის და სამომავლო პერსპექტივების საკითხს. ის ასევე ისაუბრებს ამ სამი ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრთა შეხვედრა დღეს ბრიუსელში გაიმართება.
Add comment