+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Facebook X-twitter Linkedin Youtube Flickr
  • Georgian (Georgia)
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები
მენიუ დამატებითი
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები

ადგილობრივ თვითმმართველობათა მესამე ფორუმი

ივლისი 11, 2023 /რედაქტორი -Admin

საქართველოში ადამიანის უფლებების ლოკალიზების, კერძოდ, თანასწორობის, მრავალფეროვნებისა და ინკლუზიასთან დაკავშირებული ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, ადგილობრივ თვითმმართველობათა რიგით მესამე ფორუმი გაიმართა.

ღონისძიება ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის პროექტის ფარგლებში მოეწყო, რომელსაც აღნიშნული ორგანიზაცია საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან თანამშრომლობით ახორციელებს.

საქართველოს სახალხო დამცველთან, ასევე ცენტრალური ხელისუფლებისა და აღნიშნული პლატფორმის წევრი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად, ფორუმში ჩართულნი იყვნენ ქართველი და უცხოელი ექსპერტები, ევროპის საბჭოს, ათეასა და ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლები.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა, ნატალია ვუტოვამ, ათეას აღმასრულებელი საბჭოს ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტის თავმჯდომარემ, დუშეთის მერმა – მანანა (მაცაცო) ნარიმანიძემ და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ნიკო თათულაშვილმა.

მომხსენებლებმა ევროპის საბჭოს პროდუქტიული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადეს და ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებებზე გაამახვილეს ყურადღება.

პირველი სესია, საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა და ადამიანის უფლებების საკითხებში საერთაშორისო ექსპერტმა, მარია მარინოვა-ალკალაიმ გახსნეს. აღნიშნულ სესიაზე ყურადღება გამახვილდა ახლადარჩეული სახალხო დამცველისა და მისი აპარატის პრიორიტეტებზე, რომლებიც დაკავშირებულია ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებების განხორციელებასთან. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს სახალხო დამცველის რეგიონული ოფისების როლს და ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობისა და დიალოგის სამომავლო პერსპექტივებს.

ფორუმზე, ათეას აღმასრულებელ საბჭოში ადამიანის უფლებათა ლოკალიზაციის ახლადშექმნილი კომიტეტის პრეზენტაციაც გაიმართა, რომელიც დამსწრე საზოგადოებას აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარემ წარუდგინა.

მანანა (მაცაცო) ნარიმანიძემ დეტალურად ისაუბრა კომიტეტის საქმიანობის წესდებაზე, მიზნებზე, ამოცანებზე, გამოწვევებსა და მიღწეულ შედეგებზე.

ათეას ექსპერტმა და ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის დამოუკიდებელი ექსპერტთა ჯგუფის წევრმა, ნინო ზურაბიშვილმა კი, ათეას “ადამიანის უფლებათა დაცვაში მუნიციპალიტეტის როლის გაზრდის 2023-2025 წწ სტრატეგიის” პროექტი მიმოიხილა, რომელშიც განსაკუთრებული ადგილი ეთმობა, როგორც მუნიციპალიტეტების, ასევე ათეას თანამშრომელთა ცოდნისა და ცნობიერების ამაღლებას, ანტიდისკრიმინაციის საკითხებზე სახალხო დამცველის ოფისთან თანამშრომლობის ეფექტიანი მექანიზმების შემუშავებას და დანერგვას.

ფორუმის მეორე ნაწილი პროექტის მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის გამარჯვებული მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების პრეზენტაციებს დაეთმო,

თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატმა, ნინო რუხაძემ, ასევე, ბოლნისის, მარნეულის, ონისა და ოზურგეთის მერიებისა და საკრებულოების შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა, გიგა ცალუღელაშვილმა, დავით ჭიკაძემ, თამარ ხომასურიძემ და ალეკო მამეშვილმა კოლეგებს, ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერების მიზნით, უახლესი ადგილობრივი ინიციატივები გაუზიარეს.

შეხვედრის დასასრულს, პროექტის უფროსმა ოფიცერმა, ნინა გელაშვილმა და საერთაშორისო ექსპერტმა მარია მარინოვა-ალკალაიმ, ფორუმის შეხვედრების შედეგები მიმოიხილეს და ადგილობრივი ხელისუფლების ახალი საჭიროებების, პრიორიტეტებისა და მომავალი პერსპექტივების დადგენის მიზნით, მონაწილეებთან გამართეს დისკუსია.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სესიაზე გაჟღერებული ინიციატივები, მნიშვნელოვნად აისახება შემდგომი საპროექტო წინადადების მომზადების პროცესზე.

ადგილობრივ თვითმმართველობათა რიგით მესამე ფორუმს მოდერაციას უწევდნენ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის სამდივნოს წარმომადგენელი, თანამშრომლობის საკითხთა განყოფილების უფროსი – მარიტე მორასი და ადგილობრივი ექსპერტი ადამიანის უფლებათა საკითხებში, ანა არგანაშვილი.

აღნიშნული ღონისძიება პროექტის “საქართველოში ადგილობრივ დონეზე ​მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება“ ფარგლებში მოეწყო, რომელიც ევროპის საბჭოს 2020-2023 წ. წ. საქართველოს სამოქმედო გეგმის შესაბამისად, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის, დემოკრატიის გენერალური დირექტორატის მიერ და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

პროექტი მიზნად ისახავს მოქალაქეთა მონაწილეობის ინსტიტუციური ჩარჩოების გაძლიერებას, ასევე, ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის მიზნით, ადგილობრივი ხელისუფლების, მათი ეროვნული ასოციაციისა და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხელშეწყობას.

Facebook Et-twitter Linkedin Youtube Flickr
  • სწრაფი ბმულები

    • ორგანიზაციის მისია

    • ათეა-ს გუნდი

    • კონსულტაციები

    • სიახლეები

კონტაქტი

თბილისი, ვანო სარაჯიშვილის ქ. N 3
+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Copyright © 2025 Powered by –