საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ადამიანის უფლებათა დაცვის ლოკალიზაციის კომიტეტმა, ადამიანის უფლებათა რეალიზებაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების როლის გაძლიერების სტრატეგიაზე მუშაობა დაასრულა.
დოკუმენტის საბოლოო ვერსიაზე, კომიტეტის წევრებმა, მუნიციპალიტეტების პირველ პირებთან გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს, რომელიც აქტიური დისკუსიის ფონზე მიმდინარეობდა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სტრატეგია, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის წარმომადგენლებთან, ასევე დარგის ექსპერტებთან კონსულტაციების შედეგად ჩამოყალიბდა და იმ საჭიროებებს პასუხობს, რომლებიც თვითმმართველ ერთეულებში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით არსებობს.
კომიტეტი, სტრატეგიის საბოლოო ვერსიას, დასამტკიცებლად, ათეას აღმასრულებელი საბჭოს უახლოეს სხდომაზე წარადგენს.
დოკუმენტი 2023-2025 წლებს მოიცავს და წარმოადგენს ათეას განაცხადს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების როლის გაზრდის შესახებ. სტრატეგია ემყარება ევროპულ ქარტიას -“ქალაქებში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ” და მისი ამოცანაა წარმართოს ათეას მუშაობა მის წევრ მუნიციპალიტეტებთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს მუნიციპალური მართვის მორგება ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებთან.
Add comment