2024 წელს ათეა–ს მიერ დაფუძნდა რეგიონული პლატფორმები, რომლებიც აერთიანებს შესაბამის რეგიონში შემავალ ყველა მუნიციპალიტეტს.აღნიშნული პლატფორმის მიზანია მუნიციპალიტეტებში დანერგილი სერვისების, პროგრამებისა თუ პროექტების შესახებ ინფორმაციისა და გამოცდილების, მათ შორის კარგი და საზიანო პრაქტიკების ურთიერთგაზიარება, აქტუალურ საკითხებზე დისკუსიის წარმართვა და არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების აღმოფხვრის ერთიანი მექანიზმების შემუშავება.
რეგიონული პლატფორმების მიზანს ასევე წარმოადგენს ინტერმუნიციპალური თანამშრომლობისა და მრავალდონიანი დიალოგის წარმოების ხელშეწყობა.