არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის
“საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია”
წესდება
I. ზოგადი დებულებები
1.1 საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (შემდგომ ”ასოციაცია”) წარმოადგენს არასამეწარმეო(არაკომერციულ) იურიდიულ პირს. ასოციაცია აერთიანებს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულებს.
1.2 ასოციაციის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.
1.3 ასოციაცია თავის საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესდების შესაბამისად.
1.4 ასოციაცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს გენდერული, ეთნიკური, რასობრივი, რწმენისა და სოციალური თანასწორობის პრინციპებით.
1.5 წევრები ასოციაციის მუშაობაში მონაწილეობენ თანასწორ საფუძველზე. საერთო პრობლემები იხილება, მუშავდება და წყდება კოლეგიალურად, ღიად და საჯაროდ.
1.6 ასოციაციას აქვს საკუთარი ანგარიში ბანკში, ბეჭედი, ემბლემა და სხვა სიმბოლიკა. ასოციაცია თანასწორობის საფუძველზე თანამშრომლობს საქართველოს და სხვა ქვეყნების ორგანიზაციებთან.
1.7 ასოციაციის საქმიანობა ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
1.8 ასოციაციის სრული სახელწოდებაა: ქართულად – „საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია“, ინგლისურად – National Association of Local Authorities of Georgia“.
1.9 ასოციაციის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი 0159, ბელიაშვილის ქ. 142, ოთახი 415.
II. ასოციაციის მიზნები და ამოცანები
2.1 ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების კოორდინაცია და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებათა ეფექტური განხორციელების ხელშეწყობა;
2.2 ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა პრობლემების იდენტიფიკაცია; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ურთიერთდაკავშირება. არსებული პრაქტიკული გამოცდილებისა და მიღწევათა განზოგადება და დანერგვა;
2.3 ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებით დაინტერესებულ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საქართველოში მოქმედ და სხვა ქვეყნების ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციებთან თანამშრომლობა; თვითმმართველობის ორგანოების საერთაშორისო ურთიერთობების ხელშეწყობა;
2.4 ადგილობრივი თვითმმართველობის კადრების მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სისტემის შექმნის მხარდაჭერა; ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებისა და მოხელეთა სწავლების ორგანიზება; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთათვის მეთოდური და საკონსულტაციო დახმარების გაწევა. გამოცდილებათა გაზიარება და პროფესიული ეთიკის ნორმების დამკვიდრება; მეთოდოლოგიური, სამეცნიერო-კვლევითი და სარეკომენდაციო მასალების მომზადება, გამოცემა და გავრცელება;
2.5 ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების პროცესში ადგილობრივ საზოგადოებათა აქტიური მონაწილეობის, ადგილობრივ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, მოქალაქეებს, ადგილობრივი თვითმმართველობის და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს შორის დიალოგის ხელშეწყობა, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან ურთიერთობებში თვითმმართველი ერთეულების წარმომადგენლობა, თვითმმართველი ერთეულების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა.
2.6 ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებების დაცვის, როგორც მუდმივი პროცესის უზრუნველყოფის მხარდაჭერა და პოლიტიკისა და პროგრამების შემუშავების პროცესში ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის ხელშეწყობა.
2.7 ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის და ქალთა გაძლიერების პოლიტიკის დაგეგმვისა და ეფექტიანი განხორციელების ხელშეწყობა, საერთაშორისო და ეროვნული ვალდებულებების შესაბამისად.
III. ასოციაციის უფლებები
ასოციაციას თავის მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე უფლება აქვს:
3.1 შექმნას ასოციაციის აპარატის რეგიონული ოფისები.
3.2 მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შექმნას ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების ფონდი.
3.3 შექმნას სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები.
3.4 ჩაატაროს და მონაწილეობა მიიღოს სიმპოზიუმებში, კონფერენციებში, სემინარებში და სხვა სამეცნიერო ხასიათის ღონისძიებებში.
3.5 გააჩნდეს ბეჭდვითი ორგანოები, ეწეოდეს საგამომცემლო საქმიანობას.
3.6 მოაწყოს შეხვედრები მოქალაქეებთან, აგრეთვე სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა წარმომადგენლებთან.
3.7 დაამყაროს კავშირები საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, როგორც საქართველოში, ასევე – საზღვარგარეთ.
3.8. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოების დაფუძნებაში.
IV. ასოციაციის წევრები და მათი უფლება–მოვალეობანი
4.1 ასოციაციის წევრებს წარმოადგენენ დამფუძნებლები და ასოციაციის რეგისტრაციის შემდგომ ასოციაციაში გაწევრიანებული წევრები, რომლებიც მიიღებენ გადაწყვეტილებას გახდნენ ასოციაციის წევრები, დაიცვან ასოციაციის წესდება და გადაიხადონ საწევრო გადასახადი.
4.2. წევრი საქმიანობაში მონაწილეობს უშუალოდ ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით.
4.3 ახალ წევრად მიღებაზე განცხადებას რეგისტრაციაში ატარებს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.
4.4 ასოციაციის წევრს უფლება აქვს:
ა) აირჩიოს და არჩეულ იქნას ასოციაციის ხელმძღვანელ ორგანოებში;
ბ) სარგებლობდეს ერთი ხმის უფლებით ეროვნულ ასამბლეაზე და იმ კომპეტენციის ფარგლებში, რასაც მას ანიჭებს ასოციაცია;
გ) მიმართოს ასოციაციის ხელმძღვანელ ორგანოებს, თავისუფლად გამოხატავდეს საკუთარ აზრს ასოციაციის საქმიანობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე.
დ) შეუფერხებლად მიიღოს ინფორმაცია ასოციაციის საქმიანობის შესახებ;
ე) მონაწილეობდეს ასოციაციის აპარატის ცენტრალური და რეგიონული ოფისების, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების და ფონდების საქმიანობაში;
ვ) თავისუფლად გავიდეს ასოციაციიდან წერილობითი განცხადების საფუძველზე.
4.5 ასოციაციის წევრი ვალდებულია:
4.1 ასოციაციის წევრებს წარმოადგენენ დამფუძნებლები და ასოციაციის რეგისტრაციის შემდგომ ასოციაციაში გაწევრიანებული წევრები, რომლებიც მიიღებენ გადაწყვეტილებას გახდნენ ასოციაციის წევრები, დაიცვან ასოციაციის წესდება და გადაიხადონ საწევრო გადასახადი.
4.2. წევრი საქმიანობაში მონაწილეობს უშუალოდ ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით.
4.3 ახალ წევრად მიღებაზე განცხადებას რეგისტრაციაში ატარებს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.
4.4 ასოციაციის წევრს უფლება აქვს:
ა) აირჩიოს და არჩეულ იქნას ასოციაციის ხელმძღვანელ ორგანოებში;
ბ) სარგებლობდეს ერთი ხმის უფლებით ეროვნულ ასამბლეაზე და იმ კომპეტენციის ფარგლებში, რასაც მას ანიჭებს ასოციაცია;
გ) მიმართოს ასოციაციის ხელმძღვანელ ორგანოებს, თავისუფლად გამოხატავდეს საკუთარ აზრს ასოციაციის საქმიანობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე.
დ) შეუფერხებლად მიიღოს ინფორმაცია ასოციაციის საქმიანობის შესახებ;
ე) მონაწილეობდეს ასოციაციის აპარატის ცენტრალური და რეგიონული ოფისების, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების და ფონდების საქმიანობაში;
ვ) თავისუფლად გავიდეს ასოციაციიდან წერილობითი განცხადების საფუძველზე.
4.5 ასოციაციის წევრი ვალდებულია:
ა) დაიცვას წესდების მოთხოვნები;
ბ) ასოციაციის ხელმძღვანელი ორგანოების მიერ დადგენილ ვადაში და ოდენობით გადაიხადოს საწევრო გადასახადი;
გ) მონაწილეობა მიიღოს ასოციაციის საქმიანობაში, ხელი შეუწყოს ასოციაციის ხელმძღვანელი ორგანოების გადაწყვეტილებების შესრულებას;
დ) მიაწოდოს ასოციაციის ორგანოებს საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია;
ე) გაუფრთხილდეს ასოციაციის ღირსებასა და ქონებას.
4.6 ასოციაციის წევრები პასუხს არ აგებენ ასოციაციის ვალდებულებებზე.
4.7 ასოციაცია პასუხს არ აგებს ასოციაციის წევრების ვალდებულებებზე.
4.8 ასოციაციის წევრობის შეწყვეტა ხდება ასოციაციის ეროვნული ასამბლეის მიერ, თუ ასოციაციის წევრი აღარ იზიარებს ასოციაციის მიზნებსა და ამოცანებს და/ან არ მონაწილეობს ასოციაციის საქმიანობაში.
4.9 ასოციაციის წევრების სხვა უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება ამ წესდების შესაბამისად, ასოციაციასა და ასოციაციის წევრს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულებით. თანამშრომლობის ხელშეკრულების ტიპიურ ფორმას ამტკიცებს ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო.
V. ასოციაციის ხელმძღვანელი ორგანოები და აპარატი
5.1 ეროვნული ასამბლეა
5.1.1. ასოციაციის უმაღლესი ორგანოა ეროვნული ასამბლეა, რომელიც მოიწვევა ოთხ წელიწადში ერთხელ აღმასრულებელი საბჭოს მიერ. რიგგარეშე ასამბლეის მოწვევა შეუძლია ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს და/ან ასოციაციის წევრთა 1/3-ს წერილობითი განცხადების საფუძველზე.
5.1.2. ასოციაციის ეროვნულ ასამბლეაზე ასოციაციის წევრები მონაწილეობას იღებენ წესდებითა და რეგლამენტით დადგენილი წესის შესაბამისად ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით.
5.1.3. ეროვნული ასამბლეა:
ა) ამტკიცებს ასოციაციის წესდებას, შეაქვს მასში ცვლილებები და დამატებები;
ბ) ირჩევს ასოციაციის პრეზიდენტს და აღმასრულებელ საბჭოს წევრებს;
გ) ირჩევს ასოციაციის სარევიზიო კომისიის წევრებს;
დ) ისმენს და ამტკიცებს აღმასრულებელი საბჭოს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ;
ე) ამტკიცებს სარევიზიო კომისიის ანგარიშებს;
ვ) ამტკიცებს ასოციაციის სამოქმედო პროგრამებს და იღებს გადაწყვეტილებებს ასოციაციის საქმიანობასთან დაკავშირებულ ამ წესდებითა და ასოციაციის შიდა დოკუმენტებით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე.
ზ) ასოციაციაში იღებს ახალ წევრს.
თ) ცნობად იღებს წევრის წერილობით განცხადებას ასოციაციის წევრობიდან გასვლის შესახებ.
ი) იღებს გადაწყვეტილებას ასოციაციის წევრობის შეწყვეტის თაობაზე.
5.1.4. ეროვნული ასამბლეა უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ მას ესწრება წევრთა (დელეგატთა) ნახევარზე მეტი.
5.1.5. ეროვნულ ასამბლეაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში ასოციაციის პრეზიდენტს აქვს გადამწყვეტი ხმის უფლება.
5.1.6. ასოციაციის ეროვნულ ასამბლეაზე ასოციაციის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების 2/3-ით;
5.1.7 ეროვნულ ასამბლეაზე წევრთა სიითი შემადგენლობის 3/4-ით მიიღება გადაწყვეტილებები:
ა) ასოციაციის ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის შესახებ;
ბ) ასოციაციის მიზნების შეცვლის შესახებ;
5.1.8 ეროვნული ასამბლეის მოწვევის, ასამბლეის დღის წესრიგის განსაზღვრის, საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილებების მიღების წესი განისაზღვრება ამ წესდების შესაბამისად, ეროვნული ასამბლეის რეგლამენტით.
5.2. აღმასრულებელი საბჭო.
5.2.1. ასოციაციის ხელმძღვანელ ორგანოს ეროვნულ ასამბლეებს შორის პერიოდში წარმოადგენს აღმასრულებელი საბჭო, რომელიც შედგება ასოციაციის პრეზიდენტისა და ეროვნულ ასამბლეაზე არჩეული აღმასრულებელი საბჭოს წევრებისგან.
5.2.2. აღმასრულებელი საბჭოს სხდომები მოიწვევა წელიწადში ერთხელ მაინც. რიგგარეშე სხდომა მოიწვევა ასოციაციის პრეზიდენტის ან აღმასრულებელი საბჭოს წევრთა 1/3-ის ინიციატივით. აღმასრულებელი საბჭოს სხდომებს იწვევს და სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს ასოციაციის პრეზიდენტი. სხდომა უფლებამოსილია, თუ მასში მონაწილეობს აღმასრულებელი საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარი მაინც. გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით, თუ წინამდებარე წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებებს ხელს აწერს ასოციაციის პრეზიდენტი.
5.2.3 აღმასრულებელი საბჭოს წევრი აღმასრულებელი საბჭოს სხდომებში მონაწილეობს პირადად ან აღმასრულებელი საბჭოს რეგლამენტით განსაზღვრული შეხვედრების ონლაინ პლატფორმის გამოყენებით.
5.2.4 ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო:
ა) განიხილავს და ამტკიცებს ასოციაციის აპარატის სტრუქტურას;
ბ) ამტკიცებს ასოციაციის საქმიანობის მარეგულირებელ შიდა დოკუმენტებს, ასოციაციის სათათბირო ორგანოების დებულებებს, ტიპიურ ხელშეკრულებას ასოციაციასა და ასოციაციის წევრებს შორის თანამშრომლობის შესახებ;
გ) ამტკიცებს საწევროს ოდენობას და გადახდის წესს;
დ) აღმასრულებელი საბჭოს წევრებიდან ირჩევს არაუმეტეს ოთხ ვიცე-პრეზიდენტს;
ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს;
ვ) ამტკიცებს ასოციაციის სამუშაო გეგმებს, ასოციაციის მიერ განსახორციელებელ პროექტებს;
ზ) აფუძნებს ასოციაციის აპარატის რეგიონულ ოფისებს, ამტკიცებს მათ სამოქმედო დებულებებს, სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას;
თ) წარადგენს ევროპის საბჭოს კონგრესში და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში; საქართველოს დელეგაციის წევრებს;
ი) ქმნის ასოციაციის სასწავლო, სამეცნიერო, საგამომცემლო დაწესებულებებს და საწარმოებს; ამტკიცებს მათ ხელმძღვანელებს, სამოქმედო დებულებებს, სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას.
კ) ისმენს ასოციაციის კომისიათა თავმჯდომარეების, აღმასრულებელი დირექტორის, სასწავლო, სამეცნიერო, საგამომცემლო დაწესებულებების და საწარმოების ხელმძღვანელების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;
ლ) იღებს გადაწყვეტილებას ასოციაციის საკუთრებაში არსებული ქონებისგან განკარგვის შესახებ. ამტკიცებს ასოციაციის სახელით თანამშრომლობის შესახებ დადებულ შეთანხმებებსა და მემორანდუმებს პარტნიორ ორგანიზაციებთან;
მ) ქმნის სამუშაო ჯგუფებს, კომიტეტებს, ამტკიცებს მათ თავმჯდომარეებს და კომიტეტთა/სამუშაო ჯგუფთა შემადგენლობას, მათ სამოქმედო დებულებებს და სამუშაო გეგმებს; განიხილავს და იღებს ასოციაციის ორგანოთა საქმიანობის მარეგულირებელ სხვა შიდა დოკუმენტებს;
ნ) განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებებს ასოციაციის საქმიანობასთან დაკავშირებით იმ საკითხებზე, რომლებიც არ განეკუთვნება ეროვნული ასამბლეის განსაკუთრებულ კომპეტენციას.
5.2.5. ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს საქმიანობისა და სხდომების ჩატარების წესი განისაზღვრება წინამდებარე წესდებითა და ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს რეგლამენტით, რომელსაც ამტკიცებს აღმასრულებელი საბჭო.
5.3. ასოციაციის პრეზიდენტი
5.3.1. ასოციაციის პრეზიდენტს ირჩევს ასოციაციის ეროვნული ასამბლეა 4 წლის ვადით ხმათა უბრალო უმრავლესობით.
5.3.2. ასოციაციის პრეზიდენტი:
ა) განსაზღვრავს აღმასრულებელი საბჭოს სხდომის დღის წესრიგს, თავმჯდომარეობს და წარმართავს ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომებს, ხელს აწერს აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებებს:
ბ) ეროვნულ ასამბლეას წარუდგენს საანგარიშო მოხსენებას გაწეული საქმიანობის შესახებ:
გ) წარმოადგენს ასოციაციას სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისას;
დ) ასოციაციის სახელით ხელს აწერს თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებებსა და მემორანდუმებს პარტნიორ ორგანიზაციებთან;
ე) ახორციელებს აღმასრულებელი საბჭოს რეგლამენტითა და ასოციაციის ორგანოთა საქმიანობის მარეგულირებელ შიდა დოკუმენტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
5.4. ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი
5.4.1. ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭომ თავის შემადგენლობიდან შეიძლება აირჩიოს ასოციაციის არაუმეტეს ოთხი ვიცე-პრეზიდენტისა.
5.4.2. ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტები:
ა) ასოციაციის პრეზიდენტის ან აღმასრულებელი საბჭოს დავალებით ასრულებენ ასოციაციის პრეზიდენტის უფლება-მოვალეობებს ასოციაციის პრეზიდენტის არ ყოფნის, ან მის მიერ პრეზიდენტის უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში.
ბ) ახორციელებენ სხვა უფლებამოსილებებს ასოციაციის პრეზიდენტის და/ან აღმასრულებელი საბჭოს დავალებით, აგრეთვე ასოციაციის ორგანოთა საქმიანობის მარეგულირებელი შიდა დოკუმენტების შესაბამისად.
5.5. ასოციაციის სარევიზიო კომისია:
5.5.1. ასოციაციის საფინანსო და სამეურნეო საქმიანობის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის კონტროლის მიზნით ასოციაცია ქმნის სარევიზიო კომისიას, რომელიც შედგება ეროვნული ასამბლეის მიერ არჩეული სარევიზიო კომისიის სამი წევრისაგან. სარევიზიო კომისიის წევრი იმავდროულად არ შეიძლება იყოს ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ან ეკავოს რაიმე სხვა თანამდებობა ასოციაციის აპარატში.
5.5.2 სარევიზიო კომისიის საქმიანობას წარმართავს კომისიის თავმჯდომარე, რომელსაც ირჩევს სარევიზიო კომისია. სარევიზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის ორი წევრი მაინც. გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების
თანაბრად გაყოფისას კომისიის თავმჯდომარეს გადამწყვეტი ხმა აქვს.
5.5.3. სარევიზიო კომისია:
ა) პერიოდულად ეცნობა ასოციაციის ფინანსურ დოკუმენტებს, აღმასრულებელი საბჭოსათვის ამზადებს შესაბამის დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ბ) წარუდგენს ეროვნულ ასამბლეას ანგარიშს ასოციაციის ფინანსურ საქმიანობასთან დაკავშირებით;
გ) ესწრება აღმასრულებელი საბჭოს სხდომებს.
5.6. ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი და აპარატი
5.6.1 ასოციაციის საქმიანობას ორგანიზაციულად უზრუნველყოფს აღმასრულებელი დირექტორი.
5.6.2. ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს, კონკურსის საფუძველზე, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს აღმასრულებელი საბჭო.
5.6.3. აღმასრულებელი დირექტორი:
ა) თანამდებობაზე ნიშნავს ასოციაციის აპარატის ცენტრალური და რეგიონული ოფისების თანამშრომლებს, იწვევს და აფორმებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს;
ბ) ნიშნავს პროექტის კოორდინატორებს, ზედამხედველობს მათ საქმიანობას;
გ) ორგანიზაციულად უზრუნველყოფს ასოციაციის ეროვნული ასამბლეის და აღმასრულებელი საბჭოს საქმიანობას;
დ) ორგანიზაციულად უზრუნველყოფს ეროვნული ასამბლეის, ასოციაციის პრეზიდენტისა და აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებათა განხორციელებას;
ე) ხელს აწერს ხელშეკრულებებს და ასოციაციის სხვა საფინანსო დოკუმენტებს;
ვ) ასრულებს სხვა ორგანიზაციულ ფუნქციებს;
ზ) ანგარიშვალდებულია ასოციაციის პრეზიდენტის და აღმასრულებელი საბჭოს წინაშე.
5.6.4 აპარატი:
ა) ახორციელებს ასოციაციის ორგანოთა მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას.
ბ) უზრუნველყოფს ასოციაციის გამართულ საქმიანობას, ეფექტურ და მჭიდრო კავშირს ასოციაციის წევრებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისას.
ბ) უზრუნველყოფენ ასოციაციის პრეზიდენტის, აღმასრულებელი საბჭოს და აღმასრულებელი დირექტორის ცალკეული დავალებების შესრულებას.
VI. ასოციაციის საკონსულტაციო ორგანოები
6.1. ასოციაციის საქმიანობის ეფექტიანობის ხელშეწყობისა და ასოციაციის ხელმძღვანელი ორგანოების მიერ ცალკეული საკითხების კომპეტენტურად მომზადების მიზნით ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოსთან შეიძლება შეიქმნას საკონსულტაციო ორგანოები.
6.2. აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით ცალკეულ პრობლემატურ საკითხთა განხილვის მიზნით შეიძლება შეიქმნას სპეციალური საბჭოები სახელმწიფო ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, ექსპერტებისა და სპეციალისტების მონაწილეობით.
6.3. საკონსულტაციო ორგანოების სხდომების მოწვევისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ასოციაციის საკონსულტაციო ორგანოების დებულებით, რომელსაც ამტკიცებს აღმასრულებელი საბჭო.
VII. ასოციაციის ქონება და ფინანსური სახსრები
7.1. ასოციაციის ქონებას შეადგენს ასოციაციის ცენტრალური და რეგიონული ოფისების, ასოციაციის მიერ დაფუძნებული დაწესებულებებისა და საწარმოების უძრავ-მოძრავი ქონება, ძირითადი საბრუნავი საშუალებანი, საფინანსო სახსრები და სხვა ფასეულობანი, რომლებიც ასახულია ასოციაციის ბალანსზე და მოცემული წესდების შესაბამისად გათვალისწინებულია მისი საქმიანობის მატერიალური უზრუნველყოფისათვის.
7.2 ასოციაციის სახსრები იქმნება:
7.1. ასოციაციის ქონებას შეადგენს ასოციაციის ცენტრალური და რეგიონული ოფისების, ასოციაციის მიერ დაფუძნებული დაწესებულებებისა და საწარმოების უძრავ-მოძრავი ქონება, ძირითადი საბრუნავი საშუალებანი, საფინანსო სახსრები და სხვა ფასეულობანი, რომლებიც ასახულია ასოციაციის ბალანსზე და მოცემული წესდების შესაბამისად გათვალისწინებულია მისი საქმიანობის მატერიალური უზრუნველყოფისათვის.
7.2 ასოციაციის სახსრები იქმნება:
ა) ასოციაციის საწევრო შენატანებით;
ბ) ასოციაციის წევრების დამატებითი და მიზნობრივი შენატანებით;
გ) ასოციაციის დონორი საერთაშორისო ორგანიზაციების შენატანებით;
დ) საქართველოს და უცხოელი იურიდიული და ფიზიკური პირების უნაცვალდებო საქველმოქმედო სახსრებით;
ე) კანონით დადგენილი წესით საწარმოო და სამეურნეო საქმიანობით მიღებული შემოსავლებით;
ვ) სხვა წყაროებით, რომლებიც არ არის აკრძალული საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
7.3. ასოციაციის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირთა საწარმო და სამეურნეო საქმიანობით მიღებული შემოსავლები წევრთა შორის არ განაწილდება და გამოიყენება მხოლოდ საწესდებო ამოცანების შესასრულებლად.
7.4. ასოციაციის წევრები საწევრო გადასახადს იხდიან ყოველწლიურად ეროვნული ასამბლეის მიერ დადგენილი ოდენობით და წესით, ხოლო დამატებით და მიზნობრივ შემონატანებს თანამშრომლობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობითა და წესით.
7.5. ასოციაციას შეუძლია საკუთრებაში იქონიოს შენობები, ნაგებობები, მოწყობილობები, ინვენტარი, სატრანსპორტო საშუალებანი, ფულადი სახსრები, ფასიანი ქაღალდები, სხვა ქონება, რომელიც საჭიროა წესდებით გათვალისწინებული მიზნების უზრუნველყოფისათვის.
VIII. ასოციაციის საწარმოო–სამეურნეო საქმიანობა
8.1. ასოციაციას კანონით დადგენილი წესით უფლება აქვს შექმნას ან მონაწილეობა მიიღოს იურიდიული პირის უფლების მქონე საწარმოების დაფუძნებაში და მათგან მიღებული შემოსავლები გამოიყენოს საკუთარი საქმიანობისათვის.
8.2. ასოციაციას უფლება აქვს დააფუძნოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, გასწიოს საგამომცემლო, ბეჭდვითი და სარეკლამო საქმიანობა მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისად.
8.3. ასოციაცია ეწევა საბუღალტრო, სტატისტიკურ და ოპერატიულ აღრიცხვას და ანგარიშებს, პასუხისმგებელია მათი უტყუარობისათვის.
8.4. ასოციაციის საქმიანობის წლიური საფინანსო ანგარიში ეროვნული ასამბლეის მიერ დამტკიცების შემდგომ ეგზავნებათ ასოციაციის წევრებს, ასოციაციის დონორებსა და კანონით დადგენილი წესით სახელმწიფო საგადასახადო ორგანოებს.
8.5. ასოციაციის საფინანსო წელი ემთხვევა კალენდარულ წელს.
8.6. საკუთარ ვალდებულებებზე ასოციაცია პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით.
IX. ასოციაციის საქმიანობის შეწყვეტა
9.1. ასოციაციის ლიკვიდაცია ხდება ეროვნული ასამბლეის გადაწყვეტილებით, თუ მას ხმას მისცემს დელეგატთა ¾ -მაინც.
9.2. ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება ნაწილდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
X. დასკვნითი დებულებები
10.1 ურთიერთობანი, რომლებიც ამ წესდებით არ რეგულირდება, წესრიგდება მოქმედი კანონმდებლობით, აგრეთვე ამ წესდების შესაბამისად მიღებული ასოციაციის შიდა დოკუმენტებით, რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად ასოციაციის წევრებისათვის.
10.2. მოცემული წესდება ძალაში შედის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ასოციაციის რეგისტრაციის მომენტიდან.
10.3. ასოციაციის წესდებაში ცვლილებები და დამატებები შედის ასოციაციის წესდებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად.