საქართველოს ადილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია წევრი მუნიციპალიტეტების მერიებისა და საკრებულოების თანამშრომლებისთვის განაგრძობს ონლაინ სემინარებს.
ამჯერად სემინარების ციკლი მოიცავს ოთხ შეხვედრას, რომელიც ეტაპობრივად ფარავს HR მართვის ყველა ძირითად კომპონენტს.
თარიღები: 22, 23, 24 და 27 აპრილი, 11:00 საათი.
შეხვედრებს გაუძღვებიან მოწვეული ექსპერტები: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე – თეკლა ბერიძე და აღნიშნული დეპარტამენტის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – ანა ჟიჟილაშვილი.
საგანმანათლებლო შეხვედრა ჩატარდება პლატფორმის ,,ZOOM” მეშვეობით. შეხვედრების შესახებ დეტალური ინფორმაცია გეცნობებათ იმ ელექტრონულ ფოსტაზე, რომელსაც მიუთითებთ რეგისტრაციის დროს.
