+995 511 53 53 81
office@nala.ge
Facebook X-twitter Linkedin Youtube Flickr
  • Georgian (Georgia)
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • ონლაინ სემინარები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
    • ტიპური დოკუმენტები
  • სასარგებლო ბმულები
მენიუ დამატებითი
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • ონლაინ სემინარები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
    • ტიპური დოკუმენტები
  • სასარგებლო ბმულები

დებატები ევროპის საბჭოს კონგრესზე: მარკ დიქსონის შეფასება და ქართველი დელეგატების პოზიციები

აპრილი 2, 2026 /რედაქტორი -NALAG

​ევროპის საბჭოს კონგრესის სესიაზე, მომხსენებლის, მარკ დიქსონის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული შეფასების საფუძველზე გამართულ დებატებში, ქართული დელეგაციის წევრებმა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ გარემოსა და თვითმმართველობის განვითარების საკითხებზე ისაუბრეს. სხდომაზე საკუთარი პოზიციები წარადგინეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა, ბელა მოსიამ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა, გოგი ფუტკარაძემ.

დებატებისას პარტია ,,საქართველოსთვის” წარმომადგენელმა ბელა მოსიამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებებზე, რომლებიც, მისი თქმით, გავლენას ახდენს ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებზე. მან პოლიტიკურ კონტექსტში მიმოიხილა ოპოზიციური სპექტრის ცალკეული წარმომადგენლების, მათ შორის პარტიის ლიდერის გიორგი გახარიას მიმართ მიმდინარე სამართლებრივი პროცესები და აღნიშნა, რომ მსგავსი საკითხები აისახება პოლიტიკურ პლურალიზმზე. დელეგატმა ყურადღება გაამახვილა მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტ მზია ამაღლობელის დაკავების შემთხვევაზე და ისაუბრა აკადემიური თავისუფლების დაცვის აუცილებლობასზე.

მომხსენებლის თქმით, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა და „ეუთოს მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედება ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოს შიდა პროცესები ევროპული უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია. მისი განმარტებით, მიუხედავად შექმნილი სირთულეებისა, ქართველი ხალხის არჩევანი უცვლელი რჩება.

„დემოკრატია საქართველოში არ არის დასრულებული, მისთვის ბრძოლა გრძელდება. ჩვენი პარტია მტკიცედ მიიჩნევს, რომ საქართველოს იზოლირების მცდელობების საპასუხოდ აუცილებელია ყველა პოლიტიკური სივრცის -ადგილობრივი, ეროვნული და საერთაშორისო დონის აქტიური გამოყენება, რათა დაცული იყოს ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი“, — განაცხადა ბელა მოსიამ.

გოგი ფუტკარაძემ  სიტყვით გამოსვლისას  ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო მტკიცედ და თანმიმდევრულად რჩება ევროპული ღირებულებების ერთგული და ნებისმიერი სახელმწიფოებრივი რეფორმა სწორედ ამ სტანდარტების დანერგვას ემსახურება. დელეგატმა განმარტა, რომ ქვეყანაში არსებობს სრულფასოვანი კონკურენტული პოლიტიკური გარემო, ხოლო გარკვეული პარტიების გადაწყვეტილება ბოიკოტის შესახებ, არის მათი სუვერენული არჩევანი და არა სისტემური შეზღუდვა. მან ასევე ისაუბრა მედიის თავისუფლებაზე, რომელიც ყოველგვარი ცენზურის გარეშე ფუნქციონირებს და დაეყრდნო OSCE-ის სადამკვირვებლო მისიის დასკვნას, რომელმაც 2024 წლის არჩევნები თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარებულად შეაფასა.

გოგი ფუტკარაძემ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა შეკრების თავისუფლებასა და მართლწესრიგის დაცვაზე. მისი თქმით,  მშვიდობიანი პროტესტი ქვეყანაში დაცულია, თუმცა ძალადობა და ქონების დაზიანება ნებისმიერი დემოკრატიისთვის მიუღებელია და  სახელმწიფოს ვალდებულებაა კანონის ფარგლებში უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგი.

გამოსვლის დასასრულს გოგი ფუტკარაძემ კატეგორიულად უარყო ე.წ. „დემოკრატიულ უკუსვლად“ გავრცელებული ნარატივი. მისი განცხადებით, საქართველო გადის პოლიტიკურად პოლარიზებულ ეტაპს – როგორც ეს არაერთ დემოკრატიას გამოუცდია. მიუხედავად ამისა, ინსტიტუტები ფუნქციონირებს და საზოგადოების ხმა მკაფიოდ ისმის.

„საქართველო არ ამტკიცებს, რომ იდეალურია. თუმცა ველით სამართლიან შეფასებას. ჩვენ ვრჩებით ღია დიალოგისთვის და კონსტრუქციული რეკომენდაციებისთვის – და არა პოლიტიკურად მოტივირებული დასკვნებისთვის, რადგან ჩვენი მიზანი ერთია: უფრო ძლიერი, უფრო დემოკრატიული და უფრო ევროპული საქართველო“, — განაცხადა გოგი ფუტკარაძემ.

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის 50-ე სესიაში, ასევე მონაწილეობდნენ ქართული დელეგაციის წევრები:  დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე, ნინო ვარდოსანიძე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ზურაბ აბაშიძე,  გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი თამარ ხაჩიძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური და ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი თეკლა მებურიშვილი.

საქართველოს საკითხის პარალელურად ქართველი დელეგატები ჩაერთნენ ისეთი აქტუალური თემების განხილვებში, როგორებიცაა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიული ომი, სოციალური უფლებების დაცვა, არჩეული პირების მიმართ ძალადობის პრევენცია, ახალგაზრდების ჩართულობა ადგილობრივ დონეზე და ხელოვნური ინტელექტის როლი მუნიციპალურ მმართველობაში.

 

Facebook Et-twitter Linkedin Youtube Flickr
  • სწრაფი ბმულები

    • ორგანიზაციის მისია

    • ათეა-ს გუნდი

    • კონსულტაციები

    • სიახლეები

კონტაქტი

თბილისი, ვანო სარაჯიშვილის ქ. N 3
+995 511 53 53 81
office@nala.ge
ს/კოდი: 200125676
Copyright © 2025 Powered by –