+995 511 53 53 81
office@nala.ge
Facebook X-twitter Linkedin Youtube Flickr
  • Georgian (Georgia)
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • ონლაინ სემინარები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
    • ტიპური დოკუმენტები
  • სასარგებლო ბმულები
მენიუ დამატებითი
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • ონლაინ სემინარები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
    • ტიპური დოკუმენტები
  • სასარგებლო ბმულები

ბექა ვაჭარაძე: „შედეგების მიუღებლობა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან ვერ იქნება საფუძველი დემოკრატიული პროცესის დისკრედიტაციისთვის“

აპრილი 1, 2026 /რედაქტორი -NALAG

სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის 50-ე სესიაზე, ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა,  ბექა ვაჭარაძემ მონაწილეობა მიიღო თემატურ დისკუსიაში — „თავისუფალი არჩევნები ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე“.

დელეგატმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ქალაქის ევროპულ იდენტობასა და დემოკრატიულ პრინციპებზე.  მისი განცხადებით, ევროპა არ არის მხოლოდ გეოგრაფიული არჩევანი – ეს არის ღირებულებითი არჩევანი, რომელიც ეფუძნება დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებების დაცვასა და სუვერენიტეტის პატივისცემას, რაზეც შენდება სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მმართველობა.

ბექა ვაჭარაძემ ასევე ვრცლად ისაუბრა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე და განმარტა, რომ აღნიშნული პროცესი დემოკრატიის სრულფასოვან გამოხატულებას წარმოადგენდა. როგორც  მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა,  ფოთში მმართველმა გუნდმა აქცენტი ამომრჩეველთან პირდაპირ კომუნიკაციასა და მათ საჭიროებებზე დაფუძნებულ კამპანიაზე გააკეთა. ოპოზიციის ნაწილმა კი ამომრჩეველთან დიალოგის ნაცვლად კამპანია გარე შეფასებებზე ააგო, რამაც მათ მიმართ ნდობის ნაკლებობა გამოიწვია.

დელეგატმა სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებული აქცენტი საარჩევნო პროცესში დანერგილ ტექნოლოგიურ სიახლეებზე გააკეთა.

,,განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არჩევნები ჩატარდა თანამედროვე, ელექტრონული სისტემების გამოყენებით – იმ სტანდარტებით, რომლებიც სრულად გამორიცხავს მანიპულაციის შესაძლებლობას. შესაბამისად, შედეგების მიუღებლობა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან ვერ იქნება საფუძველი დემოკრატიული პროცესის დისკრედიტაციისთვის. ასევე აღსანიშნავია, რომ არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე ელექტრონული სისტემის სანდოობა ოპოზიციის მხრიდან ეჭვქვეშ არ დამდგარა – პირიქით, ისინი მას მიესალმებოდნენ, თუმცა, შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მათი პოზიცია შეიცვალა”,- აღნიშნა ბექა ვაჭარაძემ.

მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, ფოთში ოპოზიციის მიერ კონკურენციაზე უარის თქმის მიუხედავად, ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა დაფიქსირდა, რაც რეფორმებისა და საარჩევნო სისტემისადმი ნდობაზე მიუთითებს.

,,ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი მცდელობა, რომელიც ემსახურება დეზინფორმაციის გავრცელებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების მიზანმიმართულ დისკრედიტაციას. ფაქტებზე დაფუძნებული შეფასება, ობიექტურობა და პასუხისმგებლიანი დიალოგი არის ის პრინციპები, რომელზეც უნდა იდგეს ჩვენი საერთო თანამშრომლობა”, – განაცხადა ბექა ვაჭარაძემ და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო აგძელებს  განვითარებას, რომელიც დგას ევროპული ოჯახის ტრადიციულ ღირებულებებზე: ადამიანის ღირსებაზე, ქვეყნის სუვერენიტეტზე, თავისუფლებასა და დემოკრატიაზე.

Facebook Et-twitter Linkedin Youtube Flickr
  • სწრაფი ბმულები

    • ორგანიზაციის მისია

    • ათეა-ს გუნდი

    • კონსულტაციები

    • სიახლეები

კონტაქტი

თბილისი, ვანო სარაჯიშვილის ქ. N 3
+995 511 53 53 81
office@nala.ge
ს/კოდი: 200125676
Copyright © 2025 Powered by –