+995 511 53 53 81
office@nala.ge
Facebook X-twitter Linkedin Youtube Flickr
  • Georgian (Georgia)
    • English
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • English
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • ონლაინ სემინარები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
    • ტიპური დოკუმენტები
  • სასარგებლო ბმულები
  • English
მენიუ დამატებითი
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • English
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • ონლაინ სემინარები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
    • ტიპური დოკუმენტები
  • სასარგებლო ბმულები
  • English

ა.თ.ე.ა-მ 2025 წლის 14 წარმატებული მუნიციპალური პროექტი გამოავლინა

მარტი 28, 2026 /რედაქტორი -NALAG

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (ა.თ.ე.ა) 2025 წლის
14 წარმატებული მუნიციპალური პროექტი გამოავლინა. რიგით მერვე ეროვნულ კონფერენციაზე, რომელიც ა.თ.ე.ა-ს ორგანიზებით გაიმართა, გამარჯვებული პროექტებისთვის სპეციალური ჯილდოები გადაეცათ მუნიციპალიტეტების პირველ პირებსა და მერიების იმ თანამშრომლებს, რომლებმაც უშუალოდ მიიღეს მონაწილეობა საკონკურსო განაცხადის შედგენაში.

საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) კონკურსის 2025 წლის საუკეთესო პრაქტიკად შემდეგი მუნიციპალური პროექტები გამოვლინდა:

ქ. რუსთავი –  ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ციფრული პლატფორმა – ნომინაცია: მოქალაქეთა მონაწილეობა, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობის გამჭვირვალობა და მათი ანგარიშვალდებულება მოსახლეობის წინაშე;

ხაშური – ხაშურის მუნიციპალიტეტის ნებაყოფლობითი ადგილობრივი მიმოხილვის დოკუმენტის შემუშავება- ნომინაცია: კერძო-საჯარო დიალოგი და პარტნიორობა ადგილობირივ დონეზე;

სენაკი – ინოვაცია, ეკონომიკა და მდგრადობა- საჯარო დიალოგის ახალი სტანდარტი – ნომინაცია: კერძო-საჯარო დიალოგი და პარტნიორობა ადგილობირივ დონეზე;

ტყიბული – ვიზუალური ხელოვნებისა და ინოვაციების სკოლა ტყიბულის მუნიციპალიტეტში- ნომინაცია: საერთაშორისო დონორებთან თანამშრომლობა და განვითარების პროექტებისთვის საერთაშორისო დაფინანსების მოძიების წარმატებული გამოცდილება.

ქ. ფოთი – ქალაქის ბრენდინგი- ნომინაცია: ადგილობრივ დონეზე საშუალოვადიანი განვითარების დაგეგმვა; ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების დაგეგმვა და მონაწილეობითი ეკონომიკური განვითარების ინოვაციური მოდელების დანერგვა.

ბაღდათი –  ბაღდათის მუნიციპალიტეტის ღვინის ლაბორატორია — იმერული მეღვინეობის ხარისხის ახალი სტანდარტი- ნომინაცია: ადგილობრივ დონეზე საშუალოვადიანი განვითარების დაგეგმვა; ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების დაგეგმვა და მონაწილეობითი ეკონომიკური განვითარების ინოვაციური მოდელების დანერგვა;

დმანისი –  ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების ადგილობრივი მოდელი დმანისში – ნომინაცია: ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელება და ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა;

ზესტაფონი –  ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ახალგაზრდული ჰაბი- ნომინაცია: ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელება და ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა;

დმანისი – კამარლოს ალტერნატიული სათემო საბავშვო ბაღი – ნომინაცია: სკოლამდელი აღზრდა, სკოლისგარეშე განათლება და ზრდასრულთა განათლების მუნიციპალური პროგრამები;

სენაკი  –  დაწყებითი კლასების მოსწავლეთა პროფილაქტიკური გამოკვლევები — ადრეული გამოვლენა და პრევენცია, როგორც ადგილობრივ დონეზე ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის ინსტრუმენტი- ნომინაცია: ბავშვის საჭიროებებზე მორგებული სოციალური პროგრამები, ბავშვთა უფლებების დაცვა და ბავშვზე მავნე ზემოქმედების პრევენცია;

ყაზბეგი – ნეიროგანვითარების ცენტრი „ ფენიქსი – ყაზბეგი“ – ნომინაცია: ბავშვის საჭიროებებზე მორგებული სოციალური პროგრამები, ბავშვთა უფლებების დაცვა და ბავშვზე მავნე ზემოქმედების პრევენცია;

დმანისი –  ,,დმანისის ბავშვთა დღის და ადრეული განვითარების ცენტრის“ თანადაფინანსება – ,,განათლება სოციალური კეთილდღეობისათვის“ – ნომინაცია: მუნიციპალური სოციალური პროგრამების მონაწილეობითი დაგეგმვა, მუნიციპალური სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების ეფექტიანობის და ხელმისაწვდომობის გაზრდა;

ქ. რუსთავი – რუსთავის ციფრული განვითარების სივრცე- ნომინაცია: ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ინოვაციური მუნიციპალური სერვისის/პრაქტიკის დანერგვა; მუნიციპალური სერვისების ელექტრონული მოდულების საშუალებით მიწოდების მრავალფეროვნება; ციფრული სერვისების განვითრება;

ქ. ქუთაისი – აპლიკაცია – გაძლიერებული რეალობა (AR) ქუთაისის არქიტექტურისთვის – ,,ფანტომემი: არაჩვეულებრივი გამოფენა“- ნომინაცია: ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ინოვაციური მუნიციპალური სერვისის/პრაქტიკის დანერგვა; მუნიციპალური სერვისების ელექტრონული მოდულების საშუალებით მიწოდების მრავალფეროვნება; ციფრული სერვისების განვითრება;

წარმატებული პროექტებისთვის, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს სპეციალური ჯილდოები გადასცეს ცენტრალური დონის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

გამარჯვებული პროექტები საუკეთესო პრაქტიკის კონკურსის მმართველმა კომიტეტმა, საჯარო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებითა და შესაბამისი დარგის ექსპერტებით დაკომპლექტებული შეფასების კომისიის რეკომენდაციის გათვალისწინებით გამოავლინა.

ღონისძიებას, რომელიც  სასტუმროში ,,პარაგრაფი“ მოეწყო, ცენტრალური და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე არასამთავრობო სექტორისა და  საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საქართველოს მუნიციპალიტეტების პირველი პირები და საჯარო მოხელეები ესწრებოდნენ.

რიგით მერვე ეროვნული კონფერენცია გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით გაიმართა.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობით, 2018 წლიდან ახორციელებს საუკეთესო პრაქტიკის პროგრამას (Best Practice Program), რომელიც წარმოადგენს ევროპის საბჭოს მიერ აღიარებულ ინსტრუმენტს კარგი მმართველობის წარმატებული მაგალითების გამოვლენისა და გაზიარებისთვის.

Facebook Et-twitter Linkedin Youtube Flickr
  • სწრაფი ბმულები

    • ორგანიზაციის მისია

    • ათეა-ს გუნდი

    • კონსულტაციები

    • სიახლეები

კონტაქტი

თბილისი, ვანო სარაჯიშვილის ქ. N 3
+995 511 53 53 81
office@nala.ge
ს/კოდი: 200125676
Copyright © 2025 Powered by –