საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (ა.თ.ე.ა) ახალი წევრებით დაკომპლექტებული აღმასრულებელი საბჭოს რიგით LVIII სხდომა გამართა.
დღისწესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხს ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტების არჩევა წარმოადგენდა.
ა.თ.ე.ა-ს პრეზიდენტის კახა კალაძის მიერ წარდგენილი კანდიდატურები სხდომის მონაწილეებს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო რუხაძემ გააცნო.
უმრავლესობის მხარდაჭერით პირველ ვიცე-პრეზიდენტად თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე აირჩიეს, ვიცე-პრეზიდენტებად კი – ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი ნინო ლაცაბიძე, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ცინცაძე და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანი დასახელდნენ.
სხდომაზე, რომელსაც თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე ხელმძღვანელობდა ასევე განხილული იყო ორგანიზაციის 2026 წლის ბიუჯეტი, წევრ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის ახალი შეთანხმებები და ასოციაციის დელეგატები საერთაშორისო ორგანიზაციებში: CORLEAP, CEMR, CEMR Youth Delegate, PLATFORMA, UCLG და ევროპის საბჭოს კონგრესში.
აღსანიშნავია, რომ აღმასრულებელი საბჭოს ახალი შემადგენლობა ა.თ.ე.ა-ს მე-8 ეროვნულ ასამბლეაზე დამტკიცდა, რომელიც 25 დეკემბერს სასტუმროში „ბილტმორი“ მოეწყო.
