+995 511 53 53 81
office@nala.ge
Facebook X-twitter Linkedin Youtube Flickr
  • Georgian (Georgia)
    • English
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • English
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • ონლაინ სემინარები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები
  • English
მენიუ დამატებითი
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • English
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • ონლაინ სემინარები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები
  • English

ა.თ.ე.ა-მ ახალი მმართველი შემადგენლობა დაამტკიცა

დეკემბერი 25, 2025 /რედაქტორი -NALAG

25 დეკემბერს საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (ა.თ.ე.ა) ეროვნული ასამბლეის რიგით მე-8 სხდომა მოიწვია. სხდომის ფარგლებში გაიმართა ასოციაციის პრეზიდენტის, აღმასრულებელი საბჭოსა და სარევიზიო კომისიის წევრების არჩევნები, ასევე დამტკიცდა ასოციაციის ახალი წესდება.

მასშტაბურ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე პარტნიორი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ასამბლეაზე, რომელიც  ა.თ.ე.ა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო რუხაძემ გახსნა,  დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა ასოციაციის პრეზიდენტმა, თბილისის მუნიციპალიტეტის მერმა კახა კალაძემ.

კახა კალაძემ მოხსენებისას წარმოადგინა ა.თ.ე.ა-ს საქმიანობის ანგარიში და ყურადღება გაამახვილა ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების პროცესში ასოციაციის როლზე.

დელეგატებს სიტყვით ასევე მიმართეს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა და საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა, კახაბერ გულედანმა.

მისასალმებელი სესიის დასრულების შემდეგ, შეხვედრის მონაწილეებმა სხდომის თავმჯდომარედ აირჩიეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, ხოლო მდივნად — დედაქალაქის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე.

საწესდებო საკითხებზე მსჯელობა ა.თ.ე.ა-ს პრეზიდენტის არჩევნებით დაიწყო. ზურაბ აბაშიძემ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე, მესამე ვადით, წარადგინა ორგანიზაციის მოქმედი პრეზიდენტი კახა კალაძე, რომლის კანდიდატურასაც დელეგატთა უმრავლესობამ ღია კენჭისყრით დაუჭირა მხარი.

ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა ა.თ.ე.ა-ს აღმასრულებელი საბჭოს შემადგენლობაც. აღსანიშნავია, რომ აღმასრულებელი საბჭოს წევრები ირჩევიან რეგიონული პრინციპით: თითოეული რეგიონიდან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან — ორ-ორი წევრი, ხოლო თბილისიდან — სამი წევრი (სულ 23). დელეგატების შემადგენლობა ფორმირდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების პროპორციულად, რაც სრულად ითვალისწინებს ოპოზიციის კვოტას.

ეროვნულ ასამბლეაზე წარმოდგენილმა დელეგატებმა მონაწილეობა მიიღეს ასოციაციის სარევიზიო კომისიის არჩევნებშიც, რომელიც სამი ძირითადი და სამი სათადარიგო წევრით დაკომპლექტდა.

დელეგატებმა ასევე მხარი დაუჭირეს დღის წესრიგით გათვალისწინებულ ბოლო საკითხს — ა.თ.ე.ა-ს ახალი წესდების დამტკიცებას.

ასამბლეაზე, რომელიც სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართა, გავრცელდა ასოციაციის პარტნიორი ორგანიზაციების ლიდერების ვიდეომიმართვები. გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მსოფლიო ორგანიზაციის (UCLG) გენერალურმა მდივანმა – ემილია საისმა, ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოს (CEMR) გენერალურმა მდივანმა – ფაბრიციო როსიმ, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციების ქსელის (NALAS) აღმასრულებელმა დირექტორმა- კელმენდ ზაიაზიმ და აზია–წყნარი ოკეანის ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანიზაციის (UCLG ASPAC) გენერალურმა მდივანმა – ბერნადია ირავატი ჯანდრადევმა სხდომის მონაწილეებს არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს და სამომავლოდ მჭიდრო თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს.  მათ ხაზი გაუსვეს ა.თ.ე.ა-ს მნიშვნელოვან როლს ადგილობრივი დემოკრატიისა და დეცენტრალიზაციის განვითარებაში  და გამოხატეს საერთაშორისო ქსელების მხარდაჭერა საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობებისა და ქართველი კოლეგების მიმართ.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია აერთიანებს საქართველოს 64-ვე მუნიციპალიტეტს და წარმოადგენს მათ ინტერესებს როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. ასოციაცია მუშაობს ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციების განვითარების, დეცენტრალიზაციის პროცესის მხარდაჭერისა და მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით.

ასოციაცია წარმოადგენს ევროპის საბჭოს კონგრესში ქართული დელეგაციის სამდივნოს , ასევე ა.თ.ე.ა გაწევრიანებულია მუნიციპალური ასოციაციების რეგიონულ და გლობალურ ქსელებში და ხელს უწყობს საქართველოს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობას საერთაშორისო პლატფორმებზე  დეცენტრალიზებული საერთაშრისო თანამშრომლობის გავითარებას.

Facebook Et-twitter Linkedin Youtube Flickr
  • სწრაფი ბმულები

    • ორგანიზაციის მისია

    • ათეა-ს გუნდი

    • კონსულტაციები

    • სიახლეები

კონტაქტი

თბილისი, ვანო სარაჯიშვილის ქ. N 3
+995 511 53 53 81
office@nala.ge
Copyright © 2025 Powered by –