+995 511 53 53 81
office@nala.ge
Facebook X-twitter Linkedin Youtube Flickr
  • Georgian (Georgia)
    • English
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • English
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • ონლაინ სემინარები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები
  • English
მენიუ დამატებითი
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • English
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • ონლაინ სემინარები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები
  • English

ა.თ.ე.ა-მ პროექტის – EcoYOU ფარგლებში გარემოსდაცვითი პატრულირების აქტივობები დაასრულა

დეკემბერი 15, 2025 /რედაქტორი -NALAG

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (ა.თ.ე.ა) პროექტის „EcoYOU: ეკოლოგიურად სუფთა და მწვანე აზროვნება ეკომეგობრული ქცევისთვის“  ფარგლებში დაასრულა გარემოსდაცვითი პატრულირების განხორციელება ხმელეთსა და წყალზე.

პროექტის განხორციელების პერიოდში საერთო ჯამში ჩატარდა 20 გარემოსდაცვითი პატრულირება, რომლებიც მოიცავდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში  – ქვემო ქართლში, შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში  მდებარე ტბებს, წყალსაცავებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიებს. პატრულირება განხორციელდა წალკის, ჟინვალის, ბაზალეთის, ბარეთისა და სიონის წყალსაცავებზე, ასევე ჭოპორტისა და ჯანდარის ტბებზე, ალგეთის წყალსაცავსა და თბილისის ზღვაზე. აქტივობები მოიცავდა როგორც წყლის ზედაპირს, ისე სანაპირო ზოლებსა და მიმდებარე არეალებს –  მათ შორის სოფელ სამეფოს, სოფელ ციხისძირის (დუშეთის მუნიციპალიტეტი) და სოფელ ჯანდარის (გარდაბნის მუნიციპალიტეტი) ტერიტორიებს, ასევე ჯანდარის ტბის რეკრეაციულ ზონას.

პატრულირების პროცესში მონაწილეობდნენ პროექტის გუნდის წევრები — ტატიანა ბოკუჩავა, ა.თ.ე.ა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე და პროექტის მენეჯერი; ლაშა არჩვაძე, ა.თ.ე.ა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე და პროექტის კომუნიკაციების უფროსი; მარიამ ჯინჭარაძე, ა.თ.ე.ა-ს საერთაშორისო პროექტების განვითარების მენეჯერი; და ირაკლი ანდღულაძე, ა.თ.ე.ა-ს წარმომადგენელი. მათ ახალგაზრდებთან ერთად უზრუნველყვეს აქტივობების კოორდინაცია, გარემოსდაცვითი მონაცემების შეგროვება და დოკუმენტირება.

აქტივობების განხორციელებისას გამოყენებული იყო პროექტის ფარგლებში შეძენილი სპეციალური ნავი და კაიაკები, რაც შესაძლებელს ხდიდა ეფექტიან გადაადგილებას როგორც ხმელეთზე, ისე წყლის ობიექტებზე. პატრულირების შედეგად გამოვლენილი დაბინძურებული ადგილები — პლასტმასისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების სახით — GPS კოორდინატებთან და ფოტო-მასალასთან ერთად აიტვირთა BeECO პორტალზე, ხოლო შესაბამის მუნიციპალიტეტებს მიეწოდა ინფორმაცია შემდგომი რეაგირებისთვის.

პატრულირება EcoYOU პროექტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენდა, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას, ეკომეგობრული ქცევების წახალისებასა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის თანადაფინანსებით, შავი ზღვის აუზის პროგრამის (Interreg VI-B NEXT Black Sea Basin Programme) ფარგლებში და მოიცავს სამ ქვეყანას — საქართველოს, მოლდოვასა და რუმინეთს.

#EcoYOU

Facebook Et-twitter Linkedin Youtube Flickr
  • სწრაფი ბმულები

    • ორგანიზაციის მისია

    • ათეა-ს გუნდი

    • კონსულტაციები

    • სიახლეები

კონტაქტი

თბილისი, ვანო სარაჯიშვილის ქ. N 3
+995 511 53 53 81
office@nala.ge
Copyright © 2025 Powered by –