საქართველოს ადილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია წევრი მუნიციპალიტეტების მერიებისა და საკრებულოების თანამშრომლებისთვის განაგრძობს ონლაინ სემინარებს.
მომდევნო შეხვედრის თემა: ინტერესთა კონფლიქტი და მისი რეგულირება საჯარო სამსახურში.
თარიღი: 25 ნოემბერი, 11:00 საათი.
სპიკერი: ეკატერინე სირაძე – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საჯარო სამსახურში ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, HR კონსულტანტი და ტრენერი.
საგანმანათლებლო შეხვედრა ჩატარდება პლატფორმის ,,ZOOM” მეშვეობით. შეხვედრის შესახებ დეტალური ინფორმაცია გეცნობებათ იმ ელექტრონულ ფოსტაზე, რომელსაც მიუთითებთ რეგისტრაციის დროს.
