+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Facebook X-twitter Linkedin Youtube Flickr
  • Georgian (Georgia)
    • English
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • English
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები
  • English
მენიუ დამატებითი
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • English
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები
  • English

ქალთა და ბავშვთა მხარდაჭერის თემაზე გამართულ ფორუმზე ნინო რუხაძის მოდერირებით მუნიციპალიტეტებმა წარმატებული გამოცდილება გააზიარეს

ივნისი 3, 2025 /რედაქტორი -NALAG

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე  საპარლამენტო კომისიის საქმიანობის წარდგენისა და მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, თბილისში გაიმართა ფორუმი – „ადგილობრივი ძალისხმევა ქალთა და ბავშვთა კეთილდღეობისათვის“

ფართომასშტაბიანი ღონისძიება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ნინო წილოსანის ინიციატივით, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საპარლამენტო კომისიის ორგანიზებითა და ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მხარდაჭერით მოეწყო.

ფორუმში  მონაწილეობდნენ როგორც სახელმწიფო უწყებებისა და თვითმმართველობების წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები.

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა ნინო წილოსანმა. მისი განცხადებით, მას შემდეგ, რაც პარლამენტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე  კომისია, ხოლო მუნიციპალიტეტებში — იდენტური საბჭოები ჩამოყალიბდა, უმნიშვნელოვანესია კოორდინაციის გაღრმავება, მათ შორის იმ სიახლეების და ახალი ტენდენციების გაცნობა, რომლითაც მუნიციპალიტეტებს შეეძლებათ საუკეთესო პოლიტიკა ჩამოაყალიბონ ქალთა გაძლიერებისა  და ბავშვთა დაცვის მიმართულებით.

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა კი, საუბრისას კომისიის პრიორიტეტულ მიმართულებებზე  გაამახვილა ყურადღება.

ფორუმის პირველ სესიას მოდერაციას უწევდა – საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ნინო რუხაძე.

სიტყვით გამოსვლისას ნინო რუხაძემ ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა რომ აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს მრავალდონიანი დიალოგის წარმოების ეფექტურ შესაძლებლობას ცენტრალურ ხელისუფლებასა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის. მისი შეფასებით მსგავსი ფორმატები ხელს უწყობს მიზნობრივ საკითხებზე ღიად საუბარს და თანამშრომლობას.

სესიის ფარგლებში, ნინო რუხაძემ  დუშეთის, ზუგდიდისა და ზესტაფონის  მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად განიხილა ის წარმატებული პრაქტიკები, რომლებიც ადგილზე ქალთა და ბავშვთა მხარდაჭერის მიმართულებით უკვე ხორციელდება.

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ა.თ.ე.ა-ს ვიცე-პრეზიდენტმა, მანანა ნარიმანიძემ, ისაუბრა ადრეული ინტერვენციისა და ინკლუზიური განათლების სერვისების განვითარებაზე სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა, გოგი რევიამ, წარადგინა ქალთა მხარდაჭერისა და ბავშვთა დაცვის მუნიციპალური პროგრამები, ხოლო ზესტაფონის მუნიციპალიტეტიდან ნათია შარიქაძემ ყურადღება გაამახვილა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით განხორციელებულ ინიციატივებზე.

ფორუმის მსვლელობისას  გაიმართა ტრენინგი მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო პროცესში ქალთა და ბავშვთა საკითხების გათვალისწინების თაობაზე.

ასევე ტრენინგი მოეწყო UNICEF-ის მხარდაჭერით, საქართველოში ბავშვთა უფლებებზე, სადაც აღნიშნული მიმართულებით არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები განიხილეს.

ღონისძიება ჯგუფური სამუშაოთი დასრულდა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა შეიმუშავეს საჭიროებებზე მორგებული პროგრამების წინასწარი დოკუმენტები.

ფორუმში, ასევე მონაწილეობდნენ და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილემ, ზურაბ იაშვილმა, სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა და გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ.

როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, მუნიციპალიტეტების ჩართულობით შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

ფოტო გალერეა

Facebook Et-twitter Linkedin Youtube Flickr
  • სწრაფი ბმულები

    • ორგანიზაციის მისია

    • ათეა-ს გუნდი

    • კონსულტაციები

    • სიახლეები

კონტაქტი

თბილისი, ვანო სარაჯიშვილის ქ. N 3
+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Copyright © 2025 Powered by –