საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ა.თ.ე.ა) სამართლებრივ საკითხთა კომიტეტმა რეგიონული შეხვედრების სერია დაიწყო.
პირველ ეტაპზე შეხვედრა გაიმართა ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტების მერებთან.
შეხვედრის მიზანი იყო ადგილობრივ თვითმმართველობებში არსებული პრობლემების, გამოწვევებისა და საჭიროებების გამოვლენა, რაც კომიტეტს შესაძლებლობას მისცემს, შეიმუშაოს შესაბამისი საკანონმდებლო წინადადები და წარადგინოს ცვლილებები შესაბამის უწყებებში.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რამდენიმე მიმართულებას, მათ შორის: საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაარსების საკითხს, მუნიციპალური ქონების მართვის სამართლებრივ რეგულაციებსა და ბუნებრივი რესურსების მოპოვებისა და გამოყენების პრაქტიკას.
შეხვედრებში ასევე ჩართულნი იყვნენ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის წევრები და ა.თ.ე.ა-ს ხელმძღვანელი პირები.
ანალოგიური შეხვედრები სხვა რეგიონებშიც ჩატარდება.
აღსანიშნავია, რომ სამართლებრივი საკითხთა კომიტეტი ა.თ.ე.ა-მ 2025 წლის 19 თებერვალს დააფუძნა. კომიტეტის მიზანია მუნიციპალიტეტების სამართლებრივ პროცესებში აქტიური ჩართულობა, მათი ინტერესების დაცვა, ასევე სახელმწიფო უწყებების მიერ ინიცირებული სამართლებრივი აქტების შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.
კომიტეტი აგრეთვე მუშაობს საკანონმდებლო წინადადებებსა და კანონქვემდებარე აქტების პროექტებზე, რომელთა მიზანია თვითმმართველობის განვითარებისა და დეცენტრალიზაციის პროცესის ხელშეწყობა.