საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია პროექტის ,, აგროთესლების მცველები ბიომრავალფეროვნების, აგრობიომრავალფეროვნების, ეკოსისტემური სერვისებისთვის და კლიმატის ადაპტაციისთვის“ ფარგლებში სამიზნე მუნიციპალიტეტებისთვის ტრენინგების ციკლს განაგრძობს.
ამჯერად სემინარი მოეწყო მარნეულის მუნიციპალიტეტში, სადაც პროექტის კოორდინატორმა ნინო ზურაბიშვილმა დეტალურად ისაუბრა პროექტის მიზნებსა და ამოცანებზე.
ექსპერტმა თათია ხოსიტაშვილმა კი, პრეზენტაცია წარმოადგინა და დამსწრე საზოგადოებას ადგილობრივი სათესლე მასალის შესანარჩუნებლად კარგი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკები გააცნო.
პროექტი ხორციელდება ათეა-ს მიერ, ევროკავშირის თანადაფინანსებით, შავი ზღვის აუზის პროგრამის ფარგლებში.
პროექტის ძირითადი მიზანია ბოსტნეულის ტრადიციული ჯიშებისა და სახეობების თესლის დაცვა, აგრობიომრავალფეროვნების, ჯანსაღი საკვების მრავალფეროვნების, სასურსათო უსაფრთხოების და ეკოსისტემური სერვისების გაუმჯობესება. პროექტის ასევე ითვალისწინებს ბოსტნეულის მწარმოებლებისთვის გაუმჯობესებული ხელმისაწვდომობის მოდელის დემონსტრირებას – ადგილობრივი თემის მონაწილეობით ძველი ტრადიციული ბოსტნეულის ჯიშების თესლის კოლექციების/ბანკების დაარსებას.