საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ აღმასრულებელი საბჭოს რიგით LIII სხდომა გამართა, რომელსაც ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე უძღვებოდა,
სხდომის ერთ-ერთ ძირითად საკითხს წარმოადგენდა ასოციაციის სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დაკომპლექტება, რომელიც წინა სხდომაზე დამტკიცებული დებულების საფუძველზე შეიქმნა.
სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრობის კანდიდატები სხდომის მონაწილეებს ათეა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო რუხაძემ წარუდგინა.
ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადებით, აღნიშნული კომიტეტის მუშაობაში ჩართულობის შესახებ განაცხადი საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტს გაეგზავნა, მათ შორის თანხმობა გამოთქვა 12 თვითმმართველი ერთეულის პირველმა პირმა.
მსჯელობის შემდეგ კომიტეტის შემადგენლობა ერთხმად დამტკიცდა.
აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, კომიტეტის თავმჯდომარედ შეირჩა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, კობა ლურსმანაშვილი, წევრებად კი დასახლდნენ მუნიციპალიტეტების შემდეგი პირველი პირები:
- დავით რაზმაძე – გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე;
- პაატა ყულაშვილი – დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე;
- მაცაცო ნარიმანიძე – დუშეთი მუნიციპალიტეტის მერი;
- ვასილ გველესიანი – ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი;
- თენგიზ მთვარელიშვილი – თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე;
- დავით დარჩია – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე;
- დავით ჩერქეზიშვილი – ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი;
- ბექა ვაჭრაძე – ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერი;
- ირაკლი შენგელია – ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე;
- როსტომ ლორთქიფანიძე – შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე;
- ნინო ლიპარტელიანი – ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში აქტიური ჩართულობა და მუნიციპალიტეტების ინტერესების დაცვა. კომიტეტი უზრუნველყოფს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების განხილვას, მათ შეფასებას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეკომენდაციებისა და შენიშვნების წარდგენას.
კომიტეტი ასევე იმუშავებს საკანონმდებლო წინადადებებზე და კანონქვემდებარე აქტების პროექტებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს თვითმმართველობის განვითარებას და დეცენტრალიზაციის პროცესს.
დღესვე აღმასდრულებლმა საბჭომ საკუთარი შემადგენლობიდან სექსუალური შევიწროების საჩივრების განხილვების კომისიის წევრად აირჩია დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი, მანანა ნარიმანიძე, რომელიც ამავდროულად შეასრულებს კომისიის თავმჯდომარის ფუნქციებს.
შეხვედრაში, რომელიც ონლაინ ფორმატში მიმდინარეობდა, ასევე ჩართული იყო ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ლაშა არჩვაძე.
Add comment