პროექტის სახელწოდება: თაობათა შორის ტექნოლოგიური ხიდი
მიზანი: მზარდი ტექნოლოგიური გამოწვევებიდან გამომდინარე, ერთის მხრივ, მოზარდი თაობის და ახალგაზრდების ცოდნის გაღრმავება და მათი ტექნოლოგიური უნარ-ჩვევების გაძლიერება და მეორეს მხრივ, თაობათაშორისი ურთიერთობების, ცოდნის და უნარების ურთიერთგაძლიერება ხანდაზმულებისა და ახალგაზრდების დაინტერესებითა და პროექტში მათი ჩართულობით.
,,მხარდაჭერის სახლისა“ და ,,სათნოების სახლის“ ბენეფიციარებისათვის მიმდინარეობს ერთობლივი პროექტი, სადაც დაგეგმილია უფროსი თაობის რესოციალიზაცია, მათი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების ხელშეწყობა, ასევე მოზარდი თაობის ცოდნის გაღრმავება და მათი ტექნოლოგიური უნარ – ჩვევების გაძლიერება. პროექტი მოსახლეობის სხვადასხვა ასაკის და სოციალური ჯგუფის წარმომადგენლებისთვის, მუნიციპალიტეტის და სამოქალაქო ორგანიზაციის თანამშრომლობით, ქმნის მდგრად, ინოვაციურ სოციალურ მომსახურებას.
დონორი ორგანიზაცია: კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელი
სამიზნე მუნიციპალიტეტები: დმანისის მუნიციპალიტეტი
პროექტის პერიოდი: 2024-2025
Add comment