პროექტის სახელწოდება: სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა ონის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღებში გარე სათამაშო სივრცეების მოწყობის გზით
მიზანი: პროექტის უპირველესი მიზანია ონის მუნიციპალიტეტისა და სოფელ გლოლას საჯარო საბავშვო ბაღების ტერიტორიაზე უსაფრთხო და მიმზიდველი გარე სათამაშო მოედნის შექმნა. სათამაშო მოედნები იქნება სასიცოცხლო რეკრეაციული სივრცე 100-მდე ბავშვისა და მათი ოჯახისთვის, რაც ხელს შეუწყობს ფიზიკურ აქტივობას, სოციალურ ინტერაქციას და ბავშვთა განვითარებას.
დონორი ორგანიზაცია: პოლონეთის საელჩო საქართველოში
სამიზნე მუნიციპალიტეტები: ონის მუნიციპალიტეტი
პროექტის პერიოდი: 2024
Add comment