პროექტის სახელწოდება: ბოლნისის მოდელი – წარმატებული მაგალითი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისთვის
მიზანი: ბოლნისში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული წინა პროექტის – „ბოლნისში ბიზნეს საქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბება“ ფარგლებში მიღწეული შედეგების მდგრადობის გაზრდა;
ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის (LEDP) განხორციელების მდგრადობის უზრუნველყოფა;
ადგილობრივი მცირე საწარმოების პოტენციალის გაზრდა სოფლის მეურნეობის პროდუქტების, მარცვლეული კულტურების, რძისა და ღვინის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიისა და ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზაციის ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით;
კატარინენფელდის ტერიტორიის გამწვანების, ქალაქ ბოლნისის მდგრადი და მწვანე ქალაქის სტრატეგიის შექმნით და შესაბამისი აქტივობების განხორციელებით ქალაქ ბოლნისის მიმზიდველ ტურისტულ და საცხოვრებლად ლოკაციად გარდაქმნა.
დონორი ორგანიზაცია: ევროკავშირი
სამიზნე მუნიციპალიტეტები: ბოლნისის მუნიციპალიტეტი
პროექტის პერიოდი: 2022 -2024
Add comment