+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Facebook X-twitter Linkedin Youtube Flickr
  • Georgian (Georgia)
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები
მენიუ დამატებითი
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები

ქართული დელეგაცია ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 47-ე პლენარული სესიაში იღებს მონაწილეობას

ოქტომბერი 17, 2024 /რედაქტორი -NALAG

სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 47-ე პლენარული სესია მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოდან ჩართულნი არიან ქართული დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ზურაბ აბაშიძე, ათეა-ს ვიცე-პრეზიდენტი, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე – გიორგი ტყემალაძე, ასევე   თბილისის საკრებულოს წევრი ოთარ გრიგოლია და სენაკის საკრებულოს დეპუტატი  სევდია უგრეხელიძე.

სესიის ფარგლებში გიორგი ტყემალაძემ, ზურაბ აბაშიძემ და ოთარ გრიგოლიამ  ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, ალენ ბერსესთან შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში დაგეგმილ არჩევნებს  და ყურადღება არჩევნების მშვიდ და კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარების მნიშვნელობაზე. როგორც ალენ ბერსემ განაცხადა, არჩევნების სტაბილურ გარემოში ჩატარება სანდო და რეალური შედეგის გარანტი იქნება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს მშვიდ, სტაბილურ გარემოში, დამკვირვებლების ჩართულობით. ეს მოგვცემს გარანტიას, რომ შედეგები იქნება სანდო და რეალური. შედეგი უნდა იყოს ის, რაც სურს ქართველ ხალხს. ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რაც შეგვეძლო და ვიცით, რომ მსოფლიო საზოგადოებამ და მათ შორის ევროპულმა ორგანიზაციებმა დააფიქსირეს თავიანთი პოზიციები. მე ნიუ-იორკში მქონდა შეხვედრა საქართველოს ხელისუფლებასთან, იქ ჩვენ შევთანხმდით იმ საერთო ღირებულებებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია ევროპის კონტინენტისთვის. ჩვენ გვქონდა კითხვები საქართველოში ბოლო ხანს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, მოვისმინეთ საქართველოს ხელისუფლების პოზიციები და აღსანიშნავია, რომ პატივს ვცემთ განსხვავებულ აზრს. ვთვლით, რომ არჩევნების ჩატარების შემდეგ ქვეყანაში არსებული ვითარება უნდა შეფასდეს“, – განაცხადა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა.

პლენარული სესია მოიცავდა დებატებს   რუსეთის აგრესიული ომის დროს უკრაინის კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე, რის შემდეგაც  კენჭი ეყარა დეკლარაციას უკრაინაში კულტურული მემკვიდრეობის განადგურების შესახებ.

სევდია უგრეხელიძის განცხადებით, თუ უკრაინაში ომი გაგრძელდა, ევროპულმა დემოკრატიამ შეიძლება თანდათან დაიწყოს ჩამოშლა.

,,ესაა უკრაინის ომის გვერდითი ეფექტი, ამიტომ, უკრაინის მუდმივ მხარდაჭერასთან ერთად, აუცილებელია მუდმივი მუშაობა დემოკრატიის დასაცავად“, – აღნიშნა სევდია უგრეხელიძემ.

სესიის ფარგლებში დელეგატებმა იმსჯელეს იმ ძირითად გამოწვევებზე, რომლებსაც ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლება აწყდება გლობალური გარემოსდაცვითი კრიზისის, გენდერული უთანასწორობის, დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებზე  ხელოვნური ინტელექტის გავლენისა და მიგრაციის მიმართულებით.

მონაწილეებმა ასევე განიხილეს მონიტორინგის ანგარიშები ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის შესრულების შესახებ ფინეთში, ისლანდიაში, ლატვიასა და მალტაში, ასევე 2024 წლის 31 მარტს თურქეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვების შესახებ.

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 47-ე პლენარული სესია 15 ოქტომბერს დაიწყო და დღეს დასრულდება.

ფოტო გალერეა

Facebook Et-twitter Linkedin Youtube Flickr
  • სწრაფი ბმულები

    • ორგანიზაციის მისია

    • ათეა-ს გუნდი

    • კონსულტაციები

    • სიახლეები

კონტაქტი

თბილისი, ვანო სარაჯიშვილის ქ. N 3
+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Copyright © 2025 Powered by –