ევროპის რეგიონთა კომიტეტი (CoR), ადგილობრივი თვითმმართველობების 1989 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ არჩეული თანამდებობის პირებს, ახალგაზრდა არჩეულ პოლიტიკოსთა (YEP) ქსელში გაწევრიანებას სთავაზობს.
აღსანიშნავია, რომ CoR-ის მიერ სრულად დაფინანსებული პროგრამა, საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნისთვის, პირველად გაიხსნა.
აღნიშნული პლატფორმა მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს ჩაერთონ ევროპული რეგიონების კომიტეტის (CoR) მუშაობაში, მიიღონ მონაწილეობა ევროკავშირის პოლიტიკის შემუშავების პროცესში, გამართონ დიალოგი ადგილობრივ და რეგიონულ დონეებზე და გაცვალონ კარგი პრაქტიკა სხვადასხვა ქვეყნის არჩეულ წარმომადგენლებთან, ასევე, მიიღონ ინფორმაცია ევროკავშირის კანონმდებლობისა და ევროკავშირის დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ, გამოხატონ საკუთარი შეხედულებები და აიმაღლონ კვალიფიკაცია თემატური ლექცია/სემინარებითა და ტრენინგებით.
რეგისტრაციის გავლა აუცილებელია არაუგვიანეს 19 აპრილისა.
იხილეთ დეტალური ინფორმაცია ახალგაზრდა არჩეულ პოლიტიკოსთა (YEP) ქსელში გაწევრიანების შესახებ.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია გისურვებთ წარმატებას!
Add comment