საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) მიერ, ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოში (CEMR) წარდგენილმა დელეგაციის წევრმა, ოზურგეთის საკრებულოს წარმომადგენელმა, ქეთევან ხომერიკმა ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს (CEMR) პოლიტიკის კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა.
სხდომაზე, რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქში, პრაღაში გაიმართა, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს, CEMR-ის პრეზიდენტმა, გუნ მარიტ ჰელგესენმა, ასევე ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ფაბრიციო როსიმ, ვიცე პრეზიდენტმა, რიჩარდ ვერესმა და პრაღის მერმა, ბოგუსლავ სვობოდამ.
შეხვედრის მონაწილეებმა, 2023 წლის მუშაობის ანგარიში განიხილეს და 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. კომიტეტის წევრებმა, ასევე დეტალურად იმსჯელეს და დებატებში ჩაერთნენ, ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა, ტერიტორიული ერთიანობის ხელშეწყობა
და სისტემური მიდგომების გაუმჯობესება, ასევე ბიომრავალფეროვნების დაცვა კლიმატის ცვლილების გამოწვევებთან ადაპტაციისთვის.
სხდომაზე, რომელიც დისკუსიის ფონზე მიმდინარეობდა, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, აგრეთვე წარმოდგენილი იყო რეკომენდაციები და ანგარიშები ენერგეტიკისა და კლიმატის პოლიტიკის გატარების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ კომიტეტის შეხვედრაზე, მრავალმხრივი განხილვის შემდეგ, ერთხმად დაამტკიცა პრაღის დეკლარაციაც, რომელიც ხაზს უსვამს ადგილობრივი და რეგიონული მთავრობების ვალდებულებას, ხელი შეუწყონ პოზიტიურ ცვლილებებს ევროპაში.
ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს (CEMR) კომიტეტის სხდომა 6-7 დეკემბერს გაიმართა და მასში, CEMR-ის წევრი ქვეყნების ასამდე დელეგატი იღებდა მონაწილეობას.
Add comment