ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული კონგრესი წევრი 46 ქვეყნის ახალგაზრდა დელეგატებისთვის კონკურსს აცხადებს, რაც კონგრესის მიერ 2024 წელს დაგეგმილ პლენარულ სესიებში ჩართვას გულისხმობს.
ახალგაზრდა დელეგატებს შესაძლებლობა მიეცემათ გამართონ დიალოგი ადგილობრივ და რეგიონულ დონეებზე არჩეულ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან და გამოხატონ საკუთარი შეხედულებები განხილულ საკითხებზე. კონგრესის აღნიშნული ინიციატივა, ასევე ხელს შეუწყობს დელეგატებს საველე პროექტების შექმნასა და აღნიშნულის საკუთარ ქვეყნებში განხორციელებაში.
განაცხადები მიიღება 2024 წლის 7 იანვრამდე.
კონკურსში მონაწილეობისა და განაცხადების წარდგენის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვრცლად
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია გისურვებთ წარმატებას!
Add comment