ადგილობრივ დონეზე დემოკრატიისა და მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით, ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული კონგრესი, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან თანამშრომლობით, საქართველოს მუნიციპალიტეტებს ადგილობრივი დემოკრატიის ევროპულ კვირეულში (ELDW) ჩართვას სთავაზობს, რასთან დაკავშირებითაც მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს დამატებით ეცნობებათ.
აღნიშნული კვირეული (ELDW) ყოველწლიური ევროპული ღონისძიებაა, რომლის ფარგლებშიც ევროპის საბჭოს 46 წევრი სახელმწიფოს ადგილობრივი ხელისუფლება და ასოციაციები აწყობენ საჯარო ინიციატივებს, რათა მოქალაქეებთან ერთად იმსჯელონ ადგილობრივი ინტერესის საკითხებზე.
კვირეულის მიზანია ხელი შეუწყოს დემოკრატიულ მონაწილეობას ადგილობრივ დონეზე და გააძლიეროს მოქალაქეების ნდობა ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მონაწილეებს შეუძლიათ ადგილობრივი დემოკრატიის ევროპული კვირეულის ფარგლებში მოაწყონ ღონისძიებები, მათი საჭიროებისამებრ, მთელი წლის განმავლობაში.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ გვერდს – https://www.congress-eldw.eu/en/?
ასევე, აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი დემოკრატიის ევროპული კვირეულის მიმდინარეობისას, წვერი ქვეყნების მუნიციპალიტეტებს, საშუალება ეძლევათ მიიღონ კვირეულის „პარტნიორის“ სტატუსი.
ამ სტატუსის მინიჭებისთვის მუნიციპალიტეტებმა უნდა შეასრულონ შემდეგი კრიტერიუმები:
– გამოიყოს კონკრეტული ბიუჯეტი მოქალაქეების მონაწილეობისთვის;
– გამართონ ELDW-ის ხელშეწყობის კამპანია (პოსტერები, აქტივობების ხელშეწყობა სკოლებში…) კონგრესის მიერ დამოწმებული და მოწოდებული ELDW ვიზუალური მასალების გამოყენებით;
– განახორციელონ მთელი რიგი კონკრეტული აქტივობები, რომლებიც დაკავშირებულია წლის წამყვან თემასთან;
– ევროპული ან პან-ევროპული განზომილების ღონისძიების ორგანიზება ევროპის საბჭოსა და მისი კონგრესის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად და ადგილობრივი ხელისუფლების როლის ილუსტრაციისთვის დემოკრატიული ევროპის მშენებლობაში. ამ მთავარ ღონისძიებაზე შესაძლოა მოწვეული იყოს კონგრესის წარმომადგენელი;
– ინკლუზიურობა: გააფართოვოს ინიციატივის სოციალური სფერო მოქალაქეთა სხვადასხვა ჯგუფთან, განსაკუთრებით იმ ჯგუფებთან, რომლებიც თავს გარიყულად გრძნობენ (ბავშვები, მოხუცები, ქალები, ბოშები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, უმცირესობები…);
– ახალგაზრდებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების ჩართულობის ხელშეწყობა, მათ შორის ახალგაზრდული საბჭოების ჩართულობით ან შექმნით;
– განახორციელონ მდგრადი ინიციატივები, ამით შექმნან გარემო, რომელშიც მოქალაქეები და ადგილობრივი ხელისუფლება იზიარებენ ერთსა და იმავე გრძელვადიან მიზნებს, კერძოდ, გააძლიერონ მოქალაქეების ცნობიერება და მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღებაში;
– განახორციელონ ინოვაციური აქტივობები და პროექტები
აღნიშნული სტატუსის მოსაპოვებლად, დაინტერესებულ მუნიციპალიტეტებს შეუძლიათ შეავსონ აპლიკაცია.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ კვირეულის ვებგვერს: https://www.congress-eldw.eu/en/, ან გამმოგვიგზავნეთ შეკითხვები:office@nala.ge
Add comment