ადგილობრივ დონეზე დემოკრატიისა და მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით, ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული კონგრესი, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან თანამშრომლობით, საქართველოს მუნიციპალიტეტებს ადგილობრივი დემოკრატიის ევროპულ კვირეულში (ELDW) ჩართვას სთავაზობს, რასთან დაკავშირებითაც მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს დამატებით ეცნობებათ.
ევროპული ადგილობრივი დემოკრატიის კვირეული (ELDW) ყოველწლიური ევროპული ღონისძიებაა, რომლის ფარგლებშიც ევროპის საბჭოს 46 წევრი სახელმწიფოს ადგილობრივი ხელისუფლება და ასოციაციები აწყობენ საჯარო ინიციატივებს, რათა მოქალაქეებთან ერთად იმსჯელონ ადგილობრივი ინტერესის საკითხებზე.
კვირეულის მიზანია ხელი შეუწყოს დემოკრატიულ მონაწილეობას ადგილობრივ დონეზე და გააძლიეროს მოქალაქეების ნდობა ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მონაწილეებს შეუძლიათ ადგილობრივი დემოკრატიის ევროპული კვირეულის ფარგლებში მოაწყონ ღონისძიებები, მათი საჭიროებისამებრ, მთელი წლის განმავლობაში.
დეტალური ინფორმაციის ეწვიეთ გვერდს – European Local Democracy Week
ასევე, აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი დემოკრატიის ევროპული კვირეულის მიმდინარეობისას, წვერი ქვეყნების მუნიციპალიტეტებს, საშუალება ეძლევათ მიიღონ კვირეულის „პარტნიორის“ სტატუსი.
აღნიშნული სტატუსის მოსაპოვებლად, დაინტერესებულ მუნიციპალიტეტებს შეუძლიათ გაეცნონ კრიტერიუმებს და დარეგისტრირდნენ მოცემულ ბმულზე https://www.congress-eldw.eu/en/page/377-partner-status.html
Add comment