საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა (ათეა) და ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ბათუმში კონფერენცია ,,მუნიციპალიტეტების როლი ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელებაში“ გაიმართა.
მაღალი დონის ღონისძიება, რომელიც CORLEAP-ში საქართველოს თანათავმჯდომარეობის ფარგლებში მოეწყო, ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციის – ,,CORLEAP’’ თანათავმჯდომარემ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ აბაშიძემ და ათეას ვიცე-პრეზიდენტმა,
CORLEAP-ის დელეგაციის წევრმა, ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა გახსნეს.
კონფერენციაში ჩართულნი იყვნენ ,,CORLEAP’’ წევრი ქვეყნებიდან წარმოდგენილი 50 – მდე დელეგატი, ასევე დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების პირველი პირები და ათეას მიერ ევროპის საბჭოს კონგრესში, CORLEAP-ში და ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოში (CEMR) წარდგენილი დელეგაციების წარმომადგენლები.
პირველი სესია, კარგ მმართველობაში მუნიციპალიტეტების როლზე მსჯელობასა და აღნიშნული მიმართულებით, ,,CORLEAP’’ წევრი ქვეყნების გამოცდილების გაზიარებას დაეთმო.
კონფერენციაზე, ,,CORLEAP’’ ის ქართული დელეგაციის წარმომადგენლებმა, ოზურგეთისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების საკრებულოების წევრებმა, მარიამ ჩხიკვიშვილმა და სანდრო სორდიამ, საკუთარ მუნიციპალიტეტებში დანერგილი მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებზე ისაუბრეს. მათთან ერთად კარგი მაგალითები წარმოადგინეს ესტონეთისა და სომხეთის წარმომადგენლებმაც.
შეხვედრის მეორე ნაწილში კი, ყურადღება გამახვილდა მუნიციპალიტეტების როლზე ტერიტორიულ განვითარებაში.
სესიაზე, რომელსაც ევროპის საბჭოს კონგრესში დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე და ათეა-ს აღმასრულებელი საბჭოსა და თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი, ლევან ჟორჟოლიანი უწევდა მოდერაციას, უცხოელ კოლეგებთან ერთად, საკუთარ მუნიციპალიტეტებში განხორციელებული პროგრამები და ინიციატივები წარმოადგინეს, ,,CORLEAP’’-ისა და CEMR-ის ქართული დელეგაციის წევრებმა, ათეას აღმასრულებელი საბჭოს წარმომადგენელმა, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერმა, ნინო ლაცაბიძემ და ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა, ბექა ვაჭარაძემ.
კონფერენციაზე ასევე წარმოდგენილი იყო რეგიონული განვითარების ინტეგრირებული პროგრამა, რომელიც დამსწრე საზოგადოებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული და მთის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი დიდიძემ გააცნო.
სესიების შემდეგ შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა, რომელშიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი კონფერენციის მონაწილეები.
ღონისძიებაში, ასევე მონაწილეობას იღებდნენ, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) მიერ, ევროპის საბჭოს კონგრესში, CORLEAP-ში და ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოში წარდგენილი დელეგაციის წევრები – ათეა-ს ვიცე-პრეზიდენტი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე, CEMR-ის ვიცე- პრეზიდენტი და თბილისის საკრებულოს წევრი – ნინო რუხაძე და ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპული
პლატფორმის (PLATFORMA) წევრი, დედაქალაქის საკრებულოს წარმომადგენელი ოთარ გრიგოლია.
კონფერენციას ესწრებოდნენ, ათეას აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეები, ტატიანა ბოკუჩავა და ლაშა არჩვაძე, ასევე .ანგარიშის – “ელექტრონული სერვისები მოქალაქეებისთვის ადგილობრივ დონეზე” რა მოგვცა დადებითი COVID 19 პანდემიამ” თანაავტორი, ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში, ნინო ზურაბიშვილი.
ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციის – ,,CORLEAP’’ – ის დელეგაცია საქართველოს 6 სექტემბერს ეწვია.
7 სექტემბერს დელეგატებმა ,,CORLEAP’’ ყოველწლიურ, რიგით მე-12 შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა და ორგანიზაციის 2023-2024 წლების განახლებული სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს.
ამავე შეხვედრაზე CORLEAP-ის თანათავმჯდომარის სტატუსის გადაბარების ცერემონიაც გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ CORLEAP-ში აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 ქვეყანა – საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, სომხეთი და აზერბაიჯანია წარმოდგენილი. როტაციის მიხედვით, რომელიც ყოველწლიურად ხორციელდება, თანათავმჯდომარის სტატუსი, საქართველომ ამჯერად უკრაინას გადააბარა.
CORLEAP-ის დელეგაცია საქართველოს 9 სექტემბერს დატოვებს.
Add comment