+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Facebook X-twitter Linkedin Youtube Flickr
  • Georgian (Georgia)
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები
მენიუ დამატებითი
  • ჩვენ შესახებ
    • მისია და მიზნები
    • მმართველობა
    • წესდება
    • ათეა-ს გუნდი
  • თანამშრომლობა
    • დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესში
    • დელეგაცია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში (CEMR)
    • დელეგაცია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA)
    • დელეგაცია ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP)
    • დელეგაცია გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელში (UCLG)
    • მემორანდუმები
    • დაძმობილებული ასოციაციები
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს ნორმატიული აქტები
    • საერთაშორისო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ყოველთვიური ბიულეტენი
  • კონტაქტი
  • საქმიანობა
    • მონაწილეობითი დემოკრატია და ადამიანის უფლებები
    • ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტი
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის დებულება
      • ადამიანის უფლებათა ლოკალიზების კომიტეტის წევრები
    • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის დებულება
      • სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის წევრები
    • გენდერული თანასწორობა
    • საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა
  • წევრი მუნიციპალიტეტები
    • თვითმმართველი ქალაქები
    • თემთა მუნიციპალიტეტები
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები
  • სერვისები მუნიციპალიტეტებისთვის
    • კონსულტაციები
    • საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება
    • რეგიონული პლატფორმები
    • თემატური ჯგუფები
  • პროექტები
    • ათეა-ს მიმდინარე პროექტები
    • ათეა-ს დასრულებული პროექტები
  • ბიბლიოთეკა
    • კვლევები
    • პუბლიკაციები
    • სახელმძღვანელოები
  • სასარგებლო ბმულები

გიორგი ტყემალაძემ CEMR-ის პოლიტიკური კომიტეტის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ივნისი 6, 2023 /რედაქტორი -Admin

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ – გიორგი ტყემალაძემ, ათეას პრეზიდენტთან, თბილისის მერთან – კახა კალაძესთან ერთად, ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოს (CEMR) პოლიტიკური კომიტეტის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

მასშტაბურ ღონისძიებაში, რომელიც  6-7 ივნისს თბილისის მერიის მოწვევითა და ათეას მხარდაჭერით იმართება,  ევროპის ოცი ქვეყნის წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას.

 გიორგი ტყემალაძემ, გახსნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ათეას პარტნიორი ორგანიზაციის – CEMR -ის წარმომადგენლების თბილისში ვიზიტს მნიშვნელოვანი უწოდა და დელეგატებს საქართველოსთვის გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა.

 „ძალიან ვაფასებთ CEMR-ის ღვაწლს, რის შედეგადაც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) მრავალწლიანი ძალისხმევა წარმატებით დასრულდა და ათეა გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივ მთავრობათა (United Cities and Local Governments  – UCLG) ევრაზიის სექციიდან ევროპულ სექციაში იქნა გაწევრიანებული.
აგრეთვე გულწრფელად ვაფასებთ, რომ 2022 წლის ივნისში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი ქვეყნისთვის – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისთვის – ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით CEMR-მა შეიმუშავა დეკლარაცია, რომელშიც მიუთითა, რომ ევროკავშირის ევროპულ საბჭოს ამ სამივე სახელმწიფოს მიმართ თანაბარი მიდგომა უნდა გამოეჩინა და მათთვის მიენიჭებინა კანდიდატის სტატუსი“, –  განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.  

ათეას ვიცე-პრეზიდენტმა, ასევე ხაზგასმით  აღნიშნა, რომ ქვეყანა სახელმწიფოს მომავალს  ევროპაში ხედავს და, რომ  წარმატებული განვითარების მოდელი ქვეყნისთვის სწორედ ევროპული მოდელია.

„ყოველთვის დიდი ინტერესით ვაკვირდებით და ვიზიარებთ სხვადასხვა ევროპული ქალაქის საუკეთესო მაგალითებს, თუ როგორ მივაღწიოთ მდგრად ურბანულ განვითარებას ადგილობრივ დონეზე“, – განაცხადა ათეას ვიცე-პრეზიდენტმა.

გიორგი ტყემალაძემ  მიმართვისას, ასევე განაცხადა, რომ საქართველოს თვითმმართველობებს შეუძლიათ თავიანთი წვლილი შეიტანონ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში და, რომ ამ გზაზე ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა მათთვის პრიორიტეტულია.

„ვიმედოვნებთ, რომ თბილისი კიდევ ხშირად იქნება ევროპული ფორუმების მასპინძელი. მინდა დაგიდასტუროთ ჩემი პატივისცემა და ნაყოფიერი სამუშაო დღე გისურვოთ“, –  განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

კომიტეტის შეხვედრაში ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოს (CEMR) დელეგატებთან ერთად, ათეას მიერ CEMR-ში წარდგენილი  ქართული დელეგაციის წევრები, ასევე საქართველოს მუნიციპალიტეტების, მათ შორის თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.

აღსანიშნავია, რომ ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭო (CEMR), რომელშიც ათეა 2010 წლიდანაა გაწევრიანებული, უძველესი და ფართომასშტაბიანი რეგიონული და ადგილობრივი მმართველობის ევროპული ასოციაციაა და ის ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც 41 ევროპული ქვეყნის ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციებს აერთიანებს.

Facebook Et-twitter Linkedin Youtube Flickr
  • სწრაფი ბმულები

    • ორგანიზაციის მისია

    • ათეა-ს გუნდი

    • კონსულტაციები

    • სიახლეები

კონტაქტი

თბილისი, ვანო სარაჯიშვილის ქ. N 3
+995 322-72-67-34/35
office@nala.ge
Copyright © 2025 Powered by –