საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პარტნიორი ორგანიზაცია – ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპული პლატფორმა (PLATFORMA), დაფუძნებიდან 15 წლის იუბილეს აღნიშნავს. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, 23-24 მარტს, ბრიუსელში PLATFORMA-ს პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.
შეხვედრაში, ათეას მიერ ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოში (CEMR) წარდგენილი წევრი, CEMR-ის ვიცე- პრეზიდენტი და თბილისის საკრებულოს წარმომადგენელი – ნინო რუხაძე და ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი – დავით მელუა, ასევე CEMR -ში არსებული ახალგაზრდული კომიტეტის ქართველი წევრები, თბილისისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტების საკრებულოების წარმომადგენლები – გურამ ოქროპირიძე და მაგდა კოსტავა იღებდნენ მონაწილეობას.
სხდომა, ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს გენერალურმა მდივანმა – ფაბრიციო როსიმ და ევროპისა და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, ბრიუსელის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო მდივანმა – პასკალ სმეტიმ გახსნეს, რის შემდეგაც შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში გაგრძელდა.
ნინო რუხაძემ ადგილობრივი და რეგიონული პერსპექტივიდან კრიზისების მართვისას არსებულ გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე ისაუბრა. მაგდა კოსტავამ და გურამ ოქროპირიძემ კი, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობებში ახალგაზრდების ჩართულობის მიმართულებით გამართული სესიის მუშაობაში მიიღეს მონაწილეობა.
დელეგაციის წევრები, ასევე აქტიურად ჩაერთნენ დებატებში, რომელიც PLATFORMA-ს პოლიტიკური საბჭოს დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებს, მათ შორის, დეცენტრალიზებული თანამშრომლობისა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების 2030 (SDG) მიმართულებით მსჯელობას მოიცავდა.
აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში, ქართულმა დელეგაციამ, ასევე შეხვედრა გამართა ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების მისიის აღმოსავლეთ პარტნიორობის სექტორის/ გუნდის ხელმძღვანელთან – მაიკლ რაპისთან, სადაც მხარეებმა თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს.
ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპული პლატფორმა (PLATFORMA), რომელიც ადგილობრივ და რეგიონულ ასოციაციებს მთელი ევროპის მასშტაბით უწევს კოორდინირებას, ევროპულ მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს (CEMR) ქსელია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG) ევროპულ მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოში ,,CEMR’’ 2010 წლიდანაა გაწევრიანებული და აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა თემების განხილვაში. ევროპულ მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭო (CEMR) უძველესი და ფართომასშტაბიანი რეგიონული და ადგილობრივი მმართველობის (UCLG) ევროპულ სექციას წარმოადგენს,
Add comment